ტესტირება

პლუს 40: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

68
(განახლებულია 15:00 27.08.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1447 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 1190 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1447 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1190, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

68
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
პატრული

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

4
(განახლებულია 15:29 21.09.2020)
უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ბოლო 24 საათში კორონავირუსი  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა,  მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში,  ერთი შემთხვევა გამოვლინდა შსს–ს  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა სამეგრელოში განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელსაც.

რაც შეეხება აჭარას,  ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში და ორი შემთხვევა გამოვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. 

„შენობებში, სადაც აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩატარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევებიდან 92 აჭარას უკავშირდება.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

4
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“ -რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

88
(განახლებულია 14:41 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, - წერ­და ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

88
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)