Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას საიდუმლო რომანები – ნახეთ ვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს მომღერალი

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა მედიამ ვრცელი სტატია მიუძღვნა ქეთა თოფურიას რომანებს, რის შესახებაც მკითხველი სტატიიდან პირველად გაიგებს. ნახეთ ვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე მომღერალი.

„ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება: ჩვენი სცენის ყველაზე იდუმალი ვარსკვლავის ყველა მამაკაცი“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ-ერთი რუსული გამოცემა. სტატიის ავტორი წერს, რომ ქეთას პირველი საზოგადოებრივი რომანი იყო ურთიერთობები რუსეთის ნაკრების ცნობილ ფეხბურთელთან დიმიტრი სიჩევთან.

View this post on Instagram

@fclokomotiv

A post shared by Дмитрий Сычев (@dsychev11) on

გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა და ამას საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა 2007 წელს ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს რომანის გამოაშკარავება. „ეს იყო ვნებიანი, მაგრამ მოკლევადიანი რომანი და რომელმა რომელი მიატოვა, ეს ჯერჯერობით უცნობია“, – წერია სტატიაში.

ორიოდე წლის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ქეთა ცნობილ მსახიობსა და ტელეწამყვანს იგორ ვერნიკს ხვდებოდა ფარულად. ქეთიმ ბოლოს ჟურნალისტების ზეწოლას ვერ გაუძლო და აღიარა გრძნობები ვერნიკის მიმართ. მაგრამ მომღერალმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეს პირადი თემაა და ის დეტალების გაზიარებას არ აპირებდა. ვერნიკს კომენტარი არ გაუკეთებია. დროთა განმავლობაში კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ცოტას თუ ახსოვს, რომ ქეთა თოფურია ერთი პერიოდი ხვდებოდა Отпетые мошенники-ს ერთ-ერთ წევრს სერგეი ამორალოვს. ისინი ერთობლივი ვიდეოკლიპის Сердцем к сердцу გადაღების დროს შეხვდნენ. გრძნობები სწრაფად გაქრა, მაგრამ თოფურიამ უზარმაზარი კავშირები შეიძინა შოუბიზნესის სამყაროში.

View this post on Instagram

с днём рождения, @lev__lev 🖤

A post shared by ⚜️ᴋᴇᴛɪ ᴛᴏᴘᴜʀɪᴀ⚜️ (@topuria.heart) on

შემდეგ იყო ყველასათვის ნაცნობი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, რომელსაც თოფურია ცოლად გაჰყვა და მისგან უსაყვარლესი გოგონაც გააჩინა.

ლევთან განქორწინების შემდეგ ხვდებოდა რუს რეპერ გუფის, რომელსაც სკანდალურად დაშორდა ღალატის გამო.

View this post on Instagram

👻

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

მომღერალი ამჟამად რუს დიპლომატს ლევ დენგოვს ხვდება, მეტიც, ქეთა უკვე მასთან გადავიდა საცხოვრებლად და ამბობენ, რომ წყვილი მალე დაქორწინებასაც აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0