ეზუგბაია: ინფიცირებულთა შორის ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია

© Sputnik / Alexander Imedashviliპისიარ–ტესტი
პისიარ–ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 259 ინფიცირებული მკურნალობს. ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა შორის ორი მედიკოსია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

შვიდი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ოთხი „იმპორტირებულია“, მათგან ერთი ტრაილერის მძღოლია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

„გამოჯანმრთელებულები არ გვყავს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი არ შეცვლილა და ისევ 80%-ს შეადგენს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 259 ინფიცირებული მკურნალობს. ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 21 პაციენტი მკურნალობს. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ოთხის კი მძიმე.

ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1436-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0