რამდენიმე თვის წინ ცნობილი მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სკანდალში გაეხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ღიად ისაუბრა. სკანდალი ბიზნესმენ გიორგი შელეგიას, იგივე „ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია, ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.
View this post on Instagram
მას შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს და, სავარაუდოდ, საქართველოდანაც წავიდა. „ინსტაგრამის“ ახალ ფოტოზე სწორედ მის გაუჩინარებას ეხება სოცქსელების მომხმარებლების კომენტარები. „გრეციაში მოხია პაბეგში“ – ასე პასუხობს ერთ-ერთ კომენტარს ვინმე ვახო, რომლის განცხადებამ, სავარაუდოდ, მომღერალი გააღიზიანა და კაცს უპასუხა, რომ თუ მასზე რამე ისეთი იცის, რაც თვითონ მომღერალმაც კი არ იცის, საჯაროდ დაწეროს.
View this post on Instagram
მომღერალი, სავარაუდოდ, ახალ შეყვარებულთან, 50 წლამდე ასაკის ილიას აზართან ერთად ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით ლიბანიდანაა და ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს.
View this post on Instagram
როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებული რამდენიმე ფოტოდან ირკვევა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს. თავად ნინა სოციალურ ქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს.