თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 26 აგვისტოს

426
(განახლებულია 13:47 26.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, სულხან ნასიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის, მირცხულავას, ალიოს, წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, მიშველაძის, აბაშიძის (ნაწილობრვივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, V, VI და VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ხევისპირის, ბერთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, დიდი ხეივნის, მეფე სოლომონ II, შოთა ნიშნიანიძის, ორთაჭალის, დიმიტრი გულიას, გორგასალის, კრწანისის, იოსებ გრიშაშვილის, გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ხრესილის, ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, გურამ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

426
თემები:
თბილისი დღეს (1750)
ზურა დოიჯაშვილი

„ზურა ძალიან მენანები...“ - მომღერლის მეგობარი განცხადებას ავრცელებს

3
(განახლებულია 12:49 25.09.2020)
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მომღერალი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომღერლის მეგობრის ვალერი მურღულიას თქმით, დოუჯაშვილი ხუთი თვეა თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.

3
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

54
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთიდა სამეგრელო– ზემო სვანეთი, 4 სამცხე–ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია.  დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

54
თემები:
COVID-19 საქართველოში