თამთა გოდუაძე

თამთა გოდუაძე მულტიმილიონერ შეყვარებულს აღარ მალავს ვინ არის მომღერლის პარტნიორი?

92305
(განახლებულია 17:47 26.08.2020)
ვერ წარმოიდგენთ – თამთა გოდუაძის რჩეული პერის ჰილტონის ყოფილი შეყვარებულია. წყვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, რაზეც ბერძნული ტაბლოიდები ხშირად წერენ. ვინ არის მდიდარი მამაკაცი და როგორ გამოიყურება წყვილი ერთად?

თამთა გოდუაძემ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. ორი წელია ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს. სასურველი სასიძო 2015 წლიდან დაკავებულია. თამთა გოდუაძის უსიმპათიურესი პარტნიორი პერის კასიდოკოსტას-ლაცისია. პერისი 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. 2005 წლის მაისში ამერიკული ტაბლოიდები პერის ჰილტონის დაოჯახების შესახებ წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, მისი რჩეული ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ლაცისი აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს იმავე წლის სექტემბერში დაშორდნენ.

ურთიერთობას თამთა საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს იმდენად უხდება, რომ პაპარაცები უახლესი ფოტოების გაზიარებას ვერ წყვეტდნენ. 2015 წლიდან დღემდე წყვილი ერთად ცხოვრობს. უკანასკნელი სურათები საბერძნეთის ჯადოსნური და მდიდრული ქალაქიდან ვულიაღმენიდან გავრცელდა. თამთა გოდუაძე შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე სეირნობს. წყვილს სტილიც კი ერთნაირი აქვს. ექსტრავაგანტული შეყვარებულები საჯარო სივრცეებს თავს არიდებენ, თუმცა 2018 წელი ორივესთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მათი სამწლიანი ურთიერთობა სწორედ 2018 წელს გასაჯაროვდა. თამთა შეყვარებულზე ერთი წლით უფროსია. საგულდაგულოდ დამალულ ურთიერთობაზე ახლა ყველა საუბრობს.

მომღერლის ცხოვრებისეული ისტორია დრამატულად ვითარდებოდა. თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, 5 წლის ასაკიდან დაიწყო სიმღერა, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.

92305
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2102)
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს

17
(განახლებულია 11:19 23.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა  დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შენარჩუნდა, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ.

,,თუ  ქვეყანაში ეპიდვითარება ისე განვითარდება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, როგორც ბოლო დღეებში ფიქსირდება, ალბათ, განათლების სამინისტრო და  შესაბამისი სტრუქტურები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით  გადადების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ.  თუმცა, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე  არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსით 25–ე პაციენტი გარდაიცვალა

29
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გავრცელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს ორით გაიზარდა და სულ 25 ადამიანი შეადგინა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში