ამირან გამყრელიძე

რა გახდა ვიქტორ სანიკიძის დედის გარდაცვალების მიზეზი გამყრელიძის ვერსია

241
(განახლებულია 21:17 25.08.2020)
67 წლის ქალი, რომელიც ცნობილი ქართველი კალათბურთელის დედა აღმოჩნდა, სახლში გარდაიცვალა – მას მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და უსიმპტომო კორონავირუსი ჰქონდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის დიაგნოზის მქონე მე-19 პაციენტის უეცარი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გახდა ცხიმოვანი ემბოლია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის შედეგად განვითარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირება გრძელდება >>

საუბარია ცნობილი ქართველი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაზე.

გამყრელიძის თქმით, 67 წლის ქალს კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა. ეს იყო ოჯახური შემთხვევა, როდესაც ინფექცია ოჯახის ოთხ წევრს დაუდგინდა. აღნიშნული შემთხვევა სვანეთის სოფელ ლენჯერის ინფიცირების ჯაჭვს უკავშირდება.

ქალს კოქსართროზი ჰქონდა. ეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზია. მისი მდგომარეობისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის სახლში იმკურნალებდა დის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო ინფიცირებული. გამყრელიძის თქმით, ორივეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

24 აგვისტოს, დილით ქალის მდგომარეობა გამწვავდა და მისმა დამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს ვეღარ მოესწრო.

„დიდი ალბათობით, უეცარი სიკვდილი უკავშირდება ცხიმოვან ემბოლიას, რომელიც საკმაოდ ხშირ გართულებას წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინში გადაიყვანეს, მისი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. კალათბურთელის ძმა, მამა და დეიდა კი სტაციონარში გადაიყვანეს – მათ ინფექცია დაუდასტურდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია,  ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

241
თემები:
COVID-19 საქართველოში (1741)
პაატა თედიაშვილი

„ჩემ ძმაკაცთან ვიყავი ორი დღე...“ რატომ ატირა პაატა თედიაშვილმა დედა

333
(განახლებულია 13:02 19.09.2020)
მომღერალი პაატა თედიაშვილი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა სიმღერით „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს.

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა „ფეისბუქზე” პიკანტური ფოტოსესია გამოაქვეყნა, რაც დღემდე საზოგადოების განსჯის საგანია.

View this post on Instagram

A post shared by Paata TediaSvili (@paatatediasvili) on

მომღერალმა გადაცემა „პროფილში“ განაცხადა, რომ როდესაც დედამისმა მისი ეს პიკანტური ფოტოები ნახა, ტირილი დაიწყო.

„დედას არ ჰქონდა ნანახი ეს ფოტოები და წინასწარ არ ვუთანხმდები ხოლმე, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩემი აზრიც კი შემაცვლევინოს. ამ პროვოკაციებს შემდეგ ნახულობს ხოლმე. ეს ფოტო რომ ნახა, ტირილი დაიწყო. მე ჩემ ძმაკაცთან ვიყავი ორი დღე, რომ გამენეიტრალებინა ეს ყველაფერი“, – ამბობს პაატა თედიაშვილი.

View this post on Instagram

A post shared by Paata TediaSvili (@paatatediasvili) on

ფოტოები სახელწოდებით – „პასო დობლე” ფოტოხელოვანმა დავით ტრაპაიძემ გადაიღო, შიშველი მომღერალი კი მარაოთი და „პასო დობლეს” ქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებს.

333
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ილო ბეროშვილი ანი ბებია

„დიდი თავკომბალა ვყოფილვარ“ - ანი ბებიას შოკისმომგვრელი პოსტი

20
ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა საკუთარ თავს თავკომბალა უწოდა და სკოლის პერიოდის სურათი გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა ილო ბეროშვილის მეუღლე პატარა ასაკში?

ანი ბებიას გულახდილობამ რამდენიმე მეგობრის კრიტიკა დაიმსახურა. ულამაზეს მსახიობს საკუთარი თავი ბავშვობაში არ მოსწონს და ძველი ფოტო მოულოდნელი სიტყვებით აღწერა. „ჰოი, დიდი თავკომბალა ბავშვი ვყოფილვარ“, - წერს პოპულარული მსახიობი. უმცროსი შვილის, ჯერი ბეროშვილის დაბადების შემდეგ, ანი ბებია ტელევიზიას დაუბრუნდა. ეს მისი კარიერის მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეულად სკანდალური განცხადებაა. ანი ბებია შეუდარებელი თვალებითა და გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე იდეალურადაა.

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ფეხმძიმობის პერიოდი არც ისე მარტივად გადალახა. თუმცა, ილო ბეროშვილისა და მათი მეგობრების წყალობით, ანის უამრავი დამხმარე ძალა გამოუჩნდა. ილო ბეროშვილის უფროსი ქალიშვილებიც არიან ძმის გაზრდაში აქტიურად ჩართულნი. ამის ამსახველი ფოტოები ანი ბებიამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. ჯერი პირველად „მთავარი არხის“ ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ილო და ანი ამ არხის თანამშრომლები არიან. მათთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ანი ბებიამ ბავშვობის სხვა ფოტოც გააზიარა. ამ სურათზე ის რამდენიმე თვის არის. დედასთან და უფროს ძმასთან ნიკა ბებიასთან ერთად პოზირებს. „ის პატარა რაღაც მე ვარ...“- დაწერა სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მსახიობმა. ამ ფოტოზე ჯერი ბეროშვილს ანი ბებიას ამსგავსებენ, თუმცა ანი საკუთარ ვაჟს საყვარელ მამაკაცს უფრო ადარებს.

ანი და ილო ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. ფეხმძიმობის შესახებ ანიმ პირველად ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მის შვილს პროექტში იხილავდნენ. ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

20
თემები:
სელებრითების ცხოვრება