ტესტირება კორონავირუსზე

ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირება გრძელდება

84
(განახლებულია 17:24 25.08.2020)
აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული უფასო ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214-მა პირმა ისარგებლა და PCR–კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია, იუწყება „პირველი არხი“.

საკურორტო სეზონზე აჭარაში კორონავირუსზე PCR–კვლევის უფასოდ ჩატარებისა და ტესტირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.

სპეციალისტებმა ამისთვის კარავი ბათუმის ძველ ბულვარზე დადგეს, ანალოგიური კარავი ახალ ბულვარსა და ქობულეთის პარკშიც დაიდგა. ამგვარად, 21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს. პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

რეგიონში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

15 აგვისტოს კორონავირუსი ქობულეთში მდებარე კაფე-ბარ „ჰავანას“ თანამშრომელს დაუდგინდა. აქ სულ ხუთი ინფიცირებულია, აქედან ორი – უშუალოდ კაფეს თანამშრომელი.

ორი კარავი ბათუმში და კორონავირუსზე ტესტირება ნებაყოფლობით: ტრიალებს თუ არა ვირუსი აჭარაში>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

84
თემები:
COVID-19 საქართველოში (1786)
თბილისი

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი ქართველი ინფექციონისტის განმარტება

41
(განახლებულია 17:03 23.09.2020)
პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა.

 

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, თუმცა, ამისთვის ქვეყნის მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ემდელაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდვითარება გაუარესდა. ქვეყანაში ბოლო 24–საათში ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 „ვიცით, რომ ჩვენთან ინფიცირების წყაროები დაკავშირებულია ქორწილებთან, დაბადების დღეებთან. ჩვენ ვიცით რომ ინფიცირება ხდება პირბადეების გამოუყენებლობის გამო, ამიტომაც საჭიროა ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვითარება გართულდება, აღნიშნა ინფექციონისტმა.

 „შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს... აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4140–ს მიაღწია, დღეისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 2 473–ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – მათი რიცხვი 25–ია.

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს – ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

41
თემები:
COVID-19 საქართველოში (1786)
ქეთი ჟღენტი

„ადვილი ჩანს, მაგრამ ჩემთვის არა“ - თოშა ქებურიას მეუღლის მდიდრული ჰობი - ვიდეო

43
(განახლებულია 11:55 23.09.2020)
მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ვიდეო გამოაქვეყნა

მოდელ ქეთი ჟღენტს ახალი ჰობი აქვს. მილიონერის ცოლი აპირეს ცხენოსნობას დაეუფლოს, თუმცა, როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ადვილი ჩანს, მას სამაოდ უძნელდება.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს ორი შვილი ჰყავთ. წყვი­ლს მე­ო­რე შვი­ლი სექტემბერში შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის ქა­ლიშ­ვი­ლი წინა წელს შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.

View this post on Instagram

Happy birthday to my love🤩❤️

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

View this post on Instagram

🍩🧁

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.

43
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სიგარეტი

მარტვილში 90 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

0
(განახლებულია 17:40 23.09.2020)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილი პროდუქცია კანონდამრღვევ მოქალაქეებს უკვე ჩამოერთვა.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ ხუნწში ერთ–ერთი პირის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას 90 ბლოკი (18 ათასი ღერი)  უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში