მედპერსონალი

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა

481
(განახლებულია 16:39 25.08.2020)
კალათბურთელის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, რადგან მათი პასუხიც დადებითია. თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინშია მოთავსებული – მისი PCR–ტესტის პასუხი უარყოფითია.

თბილისი, 25 აგვისტო  — Sputnik. კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მე-19 პაციენტი საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრის ვიქტორ სანიკიძის დედაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 65 წლის ქალბატონი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. იგი სახლის პირობებში მკურნალობდა და მას უვლიდა მისი და, რომელიც ასევე კოვიდ–ინფიცირებული იყო. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეონდა, თუმცა განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულია გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი – ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა, რომლებიც კოვიდ–ცენტრებში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. რაც შეეხება კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს, მას PCR–ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტის ინფიცირების პირველწყარო სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

481
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)
შოთა არველაძე

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

46
(განახლებულია 12:40 23.09.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაკორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს, ვერ უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

46
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს

63
(განახლებულია 11:19 23.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა  დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შენარჩუნდა, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ.

,,თუ  ქვეყანაში ეპიდვითარება ისე განვითარდება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, როგორც ბოლო დღეებში ფიქსირდება, ალბათ, განათლების სამინისტრო და  შესაბამისი სტრუქტურები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით  გადადების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ.  თუმცა, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე  არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

63
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)
ზურგის მასაჟი

ზურგში ტკივილები საშიში დაავადების ნიშანია: ბრიტანელი ექიმები

0
(განახლებულია 12:39 23.09.2020)
სპეციალისტების თქმით, ზურგში ტკივილები შესაძლოა სულაც არ იყოს მალთაშორისი დისკების დაავადება და ეს სასიკვდილოდ საშიშ დაავადებაზე მიანიშნებდეს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტკივილები ზურგში შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე მიანიშნებდეს, იუწყება გამოცემა Express–ი კიბოს კვლევის საქველმოქმედო ფონდ Cancer Research UK–ის სპეციალისტებზე დაყრდნობით.

ექიმების თქმით, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, გამომდინარე ამ ოგანოს მდებარეობიდან, შეიძლება მარტივად აირიოს მალთაშორისი დისკების დაავადებაში. ამასთან ტკივილები შეიძლება დაიწყოს მუცლის არეში და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდეს ზურგზე.

„დისკომფორტი ძლიერდება, როდესაც ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს, და სუსტდება ჯდომის დროს. მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ჭამის შემდეგ. ეს ყველაფერი გარკვეული ნერვების დაზიანების თავისებურებებს უკავშირდება“, —  განმარტავენ ექიმები.

სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ზურგში გამუდმებული ტკივილები აქვს და ამასთან ეს არც შესაბამისი ტრავმებით ან ფიზიკური დატვირთვებით არ არის გამოწვეული, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.  

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება