ქეთა თოფურია

„ფეხმძიმობას მალავს და ბიჭი ეყოლება“ ქეთა თოფურიას ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

29738
(განახლებულია 18:17 25.08.2020)
ქეთა თოფურია შავ გრძელ კომბინეზონშია გამოწყობილი და, თაყვანისმცემლების აზრით, ფეხმძიმობას უკვე რამდენიმე თვეა მალავს. მართლაც, ამ თვეების მანძილზე მომღერალმა სტილი რადიკალურად შეიცვალა. როგორ გამოიყურება უახლეს სურათზე და რა გახდა მორიგი ხმაურის მიზეზი?

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა აღიარება მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

View this post on Instagram

Hi))💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

🐚🤍💫

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

@antari.store dress🐚💫

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანიმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. უახლეს სურათზე მომღერალს შავი კომბინეზონი აცვია, რომელზეც მომატებული კილოგრამები და გაზრდილი მკერდი კარგად ეტყობა, რაც „ფოლოვერებს“ საფუძვლიან ეჭვს უჩენს. თავად ქეთა ამ თემაზე ჯერ დუმს.

29738
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)
მაია ასათიანი

„ძალიან ცუდად მოვიქეცი... არ მიმატოვოთ ამ განსაცდელში“ მაია ასათიანი დახმარებას ითხოვს

1221
(განახლებულია 21:06 21.09.2020)
პოპულარული ტელეწამყვანი განსაცდელშია. ნახეთ რა შეემთხვა მაია ასათიანს და რატომ ითხოვს დახმარებას სოციალურ ქსელში.

„ბავშვი რომ დედას რაღაცას უმალავს ისეთი განცდა მაქვს, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი განცდა არ მქონია“, – ამბობს ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში. ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და დახმარებას სთხოვს. ასათიანი ჰყვება, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც სიგარეტის მოწევის განახლებას უკავშირდება.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით ორი კვირაა. ვიფიქრე, რომ 10 წელია დანებებული მაქვს მოწევისთვის თავი და ერთ ღერს მოვწევ მეთქი და აი ამ ერთმა ღერმა დამღუპა. რაღაც სუფრაზე ვიყავი, დავლიე ერთი ორი ჭიქა და... ჩემებმა გაიგეს, ვერ მიშველა იმათმა აკრძალვებმაც. ერთი კვირაა უკვე აღარ მივარჯიშია. ეს ვიდეოც იმიტომ ჩავწერე, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს. ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“, – ამბობს ჟურნალისტი და „ფოლოვერებს“ სთხოვს ურჩიონ, როგორ დაანებოს მოწევას თავი.
View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.

1221
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)
ლაბორატორია

სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდგინდა

110
(განახლებულია 20:41 21.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა, მიზეზი – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

გავრცელებული ინფოცრმაციით, კორონავირუსის ინფექცია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„სკოლის 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც 72 საათში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა კონსტანტინე ხომერიკმა.

დღეს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სენაკის საჯარო სკოლაც, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდა – პასუხები დღეს გახდება ცნობილი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

110
თემები:
COVID-19 საქართველოში
მედიტაცია

22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

0
(განახლებულია 11:41 21.09.2020)
ასეთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური დღე, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, ხშირად არ დგება, ამიტომ საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი

ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2021 წლის მარტში დადგება.

მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.

ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.

ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძები ძალებისა და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს ძალები კარიერისა და ფულის სფეროსკენ მიმართოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის სტაბილიზება და სულიერი ჰარმონიის მოპოვება – ესაა ფულადი შემოსავლების გასაღები. შემოდგომა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება ფულის ინვესტირების, დიდი შენაძენებისა და არასტანდარტული იდეების გამოყენებისთვის.

კურო

კუროები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით. 22 სექტემბერს თქვენ წინაშე მწვავედ დადგება საკითხი:  ღირს თუ არა საკუთარი რესურსების ხარჯვა იმაზე, რომელსაც უკვე აღარ მოაქვს კმაყოფილება? ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების გასაღები ძველი სქემებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებაა.

ტყუპი

ასტროლოგები გაფრთხილებენ: 22 სექტემბერს ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ჩაერიოთ მოვლენების მსვლელობაში. ენერგია მოჭარბებულად გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ შინაგანი ბალანსი დაიცვათ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ ცხოვრებაში მატერიალური სიკეთისა და წარმატებების მოზიდვას, თუ ყოველდღე პოზიტიურად განაწყობთ თავს.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

კირჩხიბი

შემოდგომის ბუნიობა იმ პროცესებს დაიწყებს, რომლებსაც კირჩხიბები დიდხანს უვლიდით გვერდს. სულ მალე სამყარო თქვენგან არცთუ მარტივი არჩევნის გაკეთებას მოითხოვს: ან საკუთარი პირადი საქმეები ან ურთიერთობების შენარჩუნება გარკვეულ ადამიანებთან. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასტროლოგები გირჩევენ, გაერკვეთ პირად გრძნობებსა და სურვილებში და გაავლოთ პირადი „საზღვრები“.

ლომი

ლომებს მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე არ გაკლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადახედვა მოგიწევთ. შემოდგომის დღეღამტოლობის დროს და შემდეგ პერიოდში, შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. ეს ემოციები ყოყმანს გაიძულებთ, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორისკენ გადახვალთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ამ ყველაფერს გაუძლოთ, გაათანაბროთ ენერგეტიკა და შემოდგომის პერიოდისთვის კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ქალწული

ქალწულებზე შემოდგომის ასტროლოგიური მოვლენები ხელსაყრელად აისახება. თქვენ ძალაუფლების მძლავრი ენერგია აგავსებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ – გზას ის გადალახავს, ვინც იმოძრავებს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია, ასე რომ, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავი გამოიწვიოთ და ციხესიმაგრეების დასაპყრობად გაეშუროთ. ის, ვინც სუსტ პოზიციაში დარჩება, რისკავს იმით, რომ „სხვის დაკრულზე მოუწევს ცეკვა“.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასწორი

სასწორებს შემოდგომის ბუნიობა სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ, ეს კი შემდგომ დიდ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს. ახლა აუცილებელია მოვლენების ჩაკეტილი წრე გაირღვეს და განვითარების ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ასტროლოგები გირჩვენ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად დაანგრიოთ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ელევით. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ცხოვრება და მომავლისკენ დიდ ნატომს გააკეთებთ.

მორიელი

მორიელებს სამყარო უკეთესი ცხოვრებისთვის მძლავრ იმპულსს მოგცემთ. 22 სექტემბერს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ძლიერ ბიძგს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ სურვილების ჩამონათვალი და მათ რელაიზებას შეუდგეთ. ბუნიობა ენერგიის მძლავრ „აფეთქებას“ მოიტანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მიმართოთ, რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის დღეღამტოლობა მშვილდოსნებს რეფლექსიის მდგომარეობას მოგიტანთ. თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს და რაღაც პერიოდი ჰარმონიულ მდგომარებასა და ნელ მოძრაობაში იქნებით. არ ღირს სამყაროსთან დაპირისპირება, სჯობს, დატკბეთ მიღწეულით – რასაც ბუნიობის დღისთვის მიაღწიეთ. ასევე კარგი იქნება, თუ შინაგან სამყაროში „ჩაიხედავთ“ და თქვენს „ბნელ“ მხარეებს შეიცნობთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თხის რქა

თხის რქებს 22 სექტემბრიდან თითქმის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტრანსფორმაცია გელოდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს პროცესი მარტივი და მსუბუქი იქნება, მაგრამ ყველასთვის – არა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კარმული გამოცდა, რათა განიწმინდოთ სხეული და გონება ყველაფერი ზედმეტისგან, რათა უფრო მეტი მიიღოთ. მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნების დასახვა უახლოესი თვეებისთვის და ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სვლა.

მერწყული

მერწყულებისთვის ბუნიობის გარდამტეხი დღე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ ამ გამოცდისთვის და თუ საჭიროა, შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ, გადაერთოთ საკუთარ თავზე, თავი აარიდოთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს „ამოსუნთქვა“ დაგეხმარებათ აზრების სტრუქტურიზებაში, მიზნების განსაზღვრაში, ამოცანების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის აუცილებელი ენერგიის მომარაგებაში.

თევზები

მიუხედავად ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებისა, თევზები სულიერ მხნეობას არ დაკარგავთ. 22 სექტემბერს გაგიჩნდებათ გამარჯვების განწყობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ. მთავარი ამოცანაა, არ ჩარადეთ პანიკაში, აპათიაში, ცხვირი არ ჩამოუშვათ. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მოიპოვებთ ძალისა და ენერგიის ახალ და საჭირო დონეს.

0