სოფო ნიჟარაძე

როგორ და სად ცხოვრობს სოფო ნიჟარაძე ამერიკაში? მომღერალი ვიდეოს აქვეყნებს

14188
(განახლებულია 16:47 25.08.2020)
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში პასიურობს. სოფო ნიჟარაძე აშშ-ში ქალიშვილთან ერთად ნებივრობს. ნახეთ როგორ გამოიყურება მისი ეზო.

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ოჯახის წევრებთან ერთად ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებულად ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე ბოლოს გამოქვეყნებული სურათი 26 ივნისით არის დათარიღებული, რომელზეც მისი მომატებული კილოგრამები კარგად ჩანს.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავს მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავს.

მან დღემდე უპასუხოდ დატოვა მრავალი კითხვა, რომელიც „ფანებს“ მოსვენებას არ აძლევს. სამაგიეროდ სოფო საკუთარ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის „სთორებით“ ეკონტაქტება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს. მან ამერიკულ ეზოში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც სიმშვიდე და ჰარმონია განსაკუთრებულად იგრძნობა. სოფოს სტუმარი ციყვი და ირემია, რომელსაც მომღერალი ხშირად უღებს. როგორც ჩანს, სიმწვანეში ჩაფლული სახლი ნიჟარაძის დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც მან სამი თვის ქალიშვილთან ერთად ამერიკაში აიხდინა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მის ცხოვრებაში, ამბობდნენ, რომ სკანდალები იყო, თუმცა სოფომ არც ერთ მათგანს საჯაროდ არ უპასუხა. მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია.

14188
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

17
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

17
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
რუხის მრავალპროფილური კლინიკა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 649 ნიმუშიდან კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ექვსიდან ოთხი შემთხვევა  სოფელ საბერიოს კლასტერს, ერთი  - სენაკის კონტაქტებს უკავშირდება. მეექვსე შემთხვევა დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმიდანაა და რეგიონში დროებით იმყოფება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთშიც. ფოთში სულ გაიტესტა 97 ადამიანი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში განთავსებულ მოქალაქეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 139 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, ინფიცირებულები მკურნალობას რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში აგრძელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

17
თემები:
COVID-19 საქართველოში

მიუხედავად ზეწოლისა: დაასრულებენ თუ არა რუსეთი და ევროპა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“

0
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი დარწმუნებულია, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის, სრულად განხორციელდება

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ პროექტი მზადყოფნის მაღალ დონეზეა. გაზსადენის ბედი ეჭვქვეშ დადგა ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო. ევროპის რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და კვლავ შეეცადონ ჩაშალონ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ მშენებლობა, რასაც დიდი ხანია ითხოვენ შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პროექტის გაყინვისკენ მოუწოდებს. იხილეთ ვიდეოში - რას ფიქრობს გერმანიის მოსახლეობა აშშ-ის ზეწოლაზე და როგორ აღმოჩნდა გერმანიის პორტი „მუკრანი“ ქალაქ ზასნიცში პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ გამო.

0