ევროკავშირის დროშა

გლოვის დღე: ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის დროშა დაუშვა

65
(განახლებულია 15:09 25.08.2020)
ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშა დაუშვა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე.

„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც წარმომადგენლობის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოში გლოვის დღეა>>

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

65
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1797)
თბილისი

მზე, ქარი, წვიმა როდემდე შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი საქართველოში

22
(განახლებულია 16:05 28.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 1 ოქტომბრამდე თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება – ხუთშაბათს წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27–32 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს  კი გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა  პლუს 19–24 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია  ხანმოკლე  წვიმა და ნისლი.  თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 21–23 გრადუსი იქნება.

22
თემები:
ამინდი საქართველოში
 ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა - გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

140
(განახლებულია 14:42 28.09.2020)
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ორი ქალიშვილის მამაა - დარიასი და ლიზასი. ლიზა ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე წლის წინ იპოვა და მის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 

გოგონა რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

140
თემები:
სელებრითების ცხოვრება

კორონავირუსის პერიოდში ფულადი გზავნილები საქართველოში

0
2020 წლის იანვარ–აგვისტოში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 3,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1142  მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 
ფულადი გზავნილები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთიდან იანვარ–აგვისტოში 221 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19,6%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან 19%–ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედის იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა