თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.