Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა წურწუმია მოპედის ტარებას სწავლობს - როგორ გადაადგილდება პოპ-დივა ქალაქში? - ვიდეო

© Facebook / Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმია თვითიზოლაციის პირობებშიც თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს. 51 წლის მომღერალი მოპედის ტარებას ეუფლება საკუთარ სადარბაზოსთან, რის შემდეგაც ქალაქში მოძრაობს. ნახეთ ექსტრემალური ვიდეო სოციალური ქსელიდან.

სულ ცოტა ხნის წინ პოპ-დივას პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა საკუთარი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მეუღლის გამაოგნებელი ვიდეო გამოაქვეყნა. ლელა წურწუმია ასეთ ვითარებში არასდროს გამოჩენილა. აღმოჩნდა, რომ შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ექსტრემალური მოტოციკლის მოყვარულია. ლელა წურწუმია „მამულიჩას“ მიერ გადაღებულ ვიდეოზე მოპედს მოხდენილად ატარებს და ფანებს საკუთარი კონცერტის ტელევიზიით სანახავად ეპატიჟება. როგორც ჩანს, პოპ-დივა რამდენიმე ხნის წინ დაეუფლა გადაადგილების ამ საშუალების ტარებას და ახლა მისთვის ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს.

მომღერლის პროდიუსერმა ვიდეოს დააწერა „სახლში ვეღარ ვაჩერებთ“ და სოციალურ ქსელში განათავსა. ლელა წურწუმია სათანადოდ აღჭურვილი მართავს მოპედს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი ქალაქის ცარიელ ქუჩებში განაგრძო მოტოციკლის მართვა. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათსა და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0