საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია გაიმართა

305
საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე  მოძრაობის წევრებმა ყველა პატიმრის, გარდა პედოფილიაში ბრალდებულებისა, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვეს.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ბათუმში საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „შემახე ამნისტია“ იყო, რომლის წევრებიც ხელისუფლებისგან, ყველა პატიმრის, პედოფილიაში ბრალდებულების გარდა ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მოვამზადეთ და 10 სექტემბრისთვის პარლამენტშიც შევიტანთ. ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული. ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ამნისტია, წლების განმავლობაში კი ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ალექსი კობაიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ადრე მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ და პატიმრების ოჯახის წევრებმა ანალოგიური მოთხოვნით აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართეს.

305
თბილისი

მზე, ქარი, წვიმა როდემდე შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი საქართველოში

32
(განახლებულია 16:05 28.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 1 ოქტომბრამდე თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება – ხუთშაბათს წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27–32 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს  კი გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა  პლუს 19–24 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია  ხანმოკლე  წვიმა და ნისლი.  თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 21–23 გრადუსი იქნება.

32
თემები:
ამინდი საქართველოში
 ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა - გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

156
(განახლებულია 14:42 28.09.2020)
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ორი ქალიშვილის მამაა - დარიასი და ლიზასი. ლიზა ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე წლის წინ იპოვა და მის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 

გოგონა რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

156
თემები:
სელებრითების ცხოვრება

პროტესტი და კორონავირუსი: დაწესებული აკრძალვების წინააღმდეგ აქციის დაშლა ლონდონში - ფოტო

0
  • ლონდონში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ
  • ჩვენ არ ვეთანხმებით! - მომიტინგეები ამ ლოზუნგით გამოვიდნენ ქუჩებში. იყვნენ სხვებიც, რომლებიც ხელისუფლებას ტირანიაში ადანაშაულებდნენ
  • აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვებს და საყოველთაო ვაქცინაციას
  • აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ნიღბების სავალდებულო ტარებას და კორონავირუსის ტესტების ჩაბარებას
  • ამასთან, სავარაუდოდ, ხელისუფლება არ ასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს - მსგავსი წესები და შეზღუდვები მოქმედებს თითქმის მთელ მსოფლიოში
  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ
  • მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები პროტესტს გამოხატავენ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 71 მილიონ ფუნტს ჩადებს COVAX– ის გლობალურ ინიციატივაში, რათა თავად შეიძინოს კორონავირუსის 27 მილიონამდე დოზა
  • ამასობაში, ლონდონში მომიტინგეები გამოდიან ქუჩაში ლოზუნგებით - ნიღაბი ალიკაპია!, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის!, კორონავირუსი ფალსიფიკაციაა!
  • მომიტინგეები COVID-19–ის გავრცელების აღსაკვეთად შემზღუდველ ზომებს მიიჩნევენ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევად
  • ლონდონის საპროტესტო აქციის კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები, პრაქტიკულად, არ იყენებენ ნიღბებს. სხვათა შორის, ეს ამგვარი აქციების დაშლის ერთ-ერთი მიზეზია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სხვებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ
  • საპროტესტო დემონსტრაციები დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ზაფხულში დაიწყო და ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს
  • ადამიანები არ წყვეტენ ამჟამინდელი შეზღუდვების გამო უკმაყოფილების გამოთქმას. ისინი COVID-19-ში რეალურ საფრთხეს ვერ ხედავენ
  • ამასთან, შეზღუდვები დარჩება მანამ, სანამ ვაქცინა ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი. ზამთარში კი - აკრძალვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, რადგან ექსპერტები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს სეზონური რესპირატორული დაავადებების გავრცელების გამო
  • აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ. მიუხედავად დიდი ჯარიმებისა, ყველაზე აქტიური მომიტინგეები მაინც განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას
  • მსგავსი აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები 10,000 ფუნტით დააჯარიმეს
მრავალი ქვეყნის მოსახლეობა დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვებსა და აკრძალვებს აპროტესტებს. ამასობაში, მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, რა ხდებოდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში

COVID-19-ის გავრცელების საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამ მხრივ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მკაცრი აკრძალვები და შეზღუდვებია. ეს კი, უკვე აღშფოთებას იწვევს ხალხში, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და დადგენილი წესების გაუქმებას ითხოვენ.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს 188 ქვეყანაში მალე 33 მილიონს მიაღწევს. ხოლო დაღუპულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება. ჯერჯერობით იმედი არ არსებობს, რომ ამის შემდეგ სამწუხარო სტატისტიკის ტემპი შენელდება.

ვაქცინების წარმოება იწყება სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. სანამ ეს მოხდება, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა ორ მილიონს მიაღწიოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

0
  • ლონდონში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ლონდონში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ

  • ჩვენ არ ვეთანხმებით! - მომიტინგეები ამ ლოზუნგით გამოვიდნენ ქუჩებში. იყვნენ სხვებიც, რომლებიც ხელისუფლებას ტირანიაში ადანაშაულებდნენ
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    "ჩვენ არ ვეთანხმებით!" - მომიტინგეები ამ ლოზუნგით გამოვიდნენ ქუჩებში. იყვნენ სხვებიც, რომლებიც ხელისუფლებას ტირანიაში ადანაშაულებდნენ

  • აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვებს და საყოველთაო ვაქცინაციას
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვებს და საყოველთაო ვაქცინაციას

  • აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ნიღბების სავალდებულო ტარებას და კორონავირუსის ტესტების ჩაბარებას
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ნიღბების სავალდებულო ტარებას და კორონავირუსის ტესტების ჩაბარებას

  • ამასთან, სავარაუდოდ, ხელისუფლება არ ასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს - მსგავსი წესები და შეზღუდვები მოქმედებს თითქმის მთელ მსოფლიოში
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ამასთან, სავარაუდოდ, ხელისუფლება არ ასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს - მსგავსი წესები და შეზღუდვები მოქმედებს თითქმის მთელ მსოფლიოში

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ

  • მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები პროტესტს გამოხატავენ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 71 მილიონ ფუნტს ჩადებს COVAX– ის გლობალურ ინიციატივაში, რათა თავად შეიძინოს კორონავირუსის 27 მილიონამდე დოზა
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები პროტესტს გამოხატავენ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 71 მილიონ ფუნტს ჩადებს COVAX– ის გლობალურ ინიციატივაში, რათა თავად შეიძინოს კორონავირუსის 27 მილიონამდე დოზა

  • ამასობაში, ლონდონში მომიტინგეები გამოდიან ქუჩაში ლოზუნგებით - ნიღაბი ალიკაპია!, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის!, კორონავირუსი ფალსიფიკაციაა!
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ამასობაში, ლონდონში მომიტინგეები გამოდიან ქუჩაში ლოზუნგებით - "ნიღაბი ალიკაპია!", "ვაქცინაცია სავალდებულო არ არის!", "კორონავირუსი ფალსიფიკაციაა!"

  • მომიტინგეები COVID-19–ის გავრცელების აღსაკვეთად შემზღუდველ ზომებს მიიჩნევენ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევად
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    მომიტინგეები COVID-19–ის გავრცელების აღსაკვეთად შემზღუდველ ზომებს მიიჩნევენ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევად

  • ლონდონის საპროტესტო აქციის კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები, პრაქტიკულად, არ იყენებენ ნიღბებს. სხვათა შორის, ეს ამგვარი აქციების დაშლის ერთ-ერთი მიზეზია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სხვებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ლონდონის საპროტესტო აქციის კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები, პრაქტიკულად, არ იყენებენ ნიღბებს. სხვათა შორის, ეს ამგვარი აქციების დაშლის ერთ-ერთი მიზეზია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სხვებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ

  • საპროტესტო დემონსტრაციები დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ზაფხულში დაიწყო და ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    საპროტესტო დემონსტრაციები დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ზაფხულში დაიწყო და ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს

  • ადამიანები არ წყვეტენ ამჟამინდელი შეზღუდვების გამო უკმაყოფილების გამოთქმას. ისინი COVID-19-ში რეალურ საფრთხეს ვერ ხედავენ
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ადამიანები არ წყვეტენ ამჟამინდელი შეზღუდვების გამო უკმაყოფილების გამოთქმას. ისინი COVID-19-ში რეალურ საფრთხეს ვერ ხედავენ

  • ამასთან, შეზღუდვები დარჩება მანამ, სანამ ვაქცინა ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი. ზამთარში კი - აკრძალვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, რადგან ექსპერტები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს სეზონური რესპირატორული დაავადებების გავრცელების გამო
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    ამასთან, შეზღუდვები დარჩება მანამ, სანამ ვაქცინა ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი. ზამთარში კი - აკრძალვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, რადგან ექსპერტები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს სეზონური რესპირატორული დაავადებების გავრცელების გამო

  • აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ. მიუხედავად დიდი ჯარიმებისა, ყველაზე აქტიური მომიტინგეები მაინც განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ. მიუხედავად დიდი ჯარიმებისა, ყველაზე აქტიური მომიტინგეები მაინც განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას

  • მსგავსი აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები 10,000 ფუნტით დააჯარიმეს
    © photo: AFP 2020 / JUSTIN TALLIS

    მსგავსი აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები 10,000 ფუნტით დააჯარიმეს