ამირან გამყრელიძე

საქართველოში ეპიდვითარება მართვადია ამირან გამყრელიძე

111
(განახლებულია 20:38 24.08.2020)
კორონავირუსული ინფექციის ცენტრად კვლავ სვანეთი რჩება, სადაც მოსახლეობის ტესტირება ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბოლო სამი დღის განმავლობაში მესტიის რაიონში კორონავირუსზე კვლევა 1216 ადამიანს ჩაუტარდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კერძოდ, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში გამოიკვლიეს 357 ადამიანი, კარანტინში მყოფი 571 და თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი. კარანტინში იმყოფებოდა ასევე დაცვის პოლიციის 75, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ადგილობრივი საავადმყოფოს 46 თანამშრომელი.

გამყრელიძემ დადებითი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეების მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი სტაბილურია და არ გაზრდილა – პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

მისი განცხადებით, ბოლო სამი დღის მანძილზე ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში მესტიის რაიონი იყო, სადაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა.

24 აგვისტოს მესტიაში 12-დღიანი კარანტინისა და იზოლაციის ვადა დასრულდა. ამიტომაც იქ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი PCR-ტესტირება. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი კვლევა ლენჯერშიც.

„უპირატესად ინფექცია კონცენტრირებული იყო მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემში. განმეორებითი კვლევებისას ჩვენ ლენჯერში გამოვავლინეთ კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა, ასევე სვანეთს გარეთ იდენტიფიცირებულია ამ სოფელთან დაკავშირებული 11 შემთხვევა, მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ არის გადაყვანილი", – აღნიშნა გამყრელიძემ.

საკარანტინო სივრცეებს ტოვებენ ის პირები, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ და ინფექცია არ დაუდასტურდათ – სულ 57 ადამიანი. საკარანტინო სივრცეებში რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება, რომელთათვისაც კარანტინის რეჟიმი 27 აგვისტოს სრულდება, და გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მათ ინფექცია არ დაუდასტურდებათ.

„ჩვენ ლენჯერთან დაკავშირებული ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, მხოლოდ უკვე ლენტეხის რაიონში. მიუხედავად ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა, გუშინ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სოფელში 126 ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღებული, რომლებიც ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგები დღეს გახდება ცნობილი", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა აჭარაშიც, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთში. ამ საკურორტო ქალაქებში სპეციალური კარვები (ბათუმში ორი, ერთი ქობულეთში) დაიდგა, სადაც მსურველებს კორონავირუსზე უფასო PCR–ტესტის ჩატარება შეუძლიათ.

ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 220 ტესტია გაკეთებული.

„სამწუხაროდ, გუშინ ტესტირება ვერ მოხერხდა. ბათუმში ძალიან ცუდი ამინდი იყო. ამის გამო ბულვარზე ტესტირება ვერ გაგრძელდა, მაგრამ წინა სამი დღის მონაცემებით, ჯერჯერობით ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია, რაც პოზიტიური მაჩვენებელია", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადია, მაგრამ იმისთვის, რომ ვითარება არ გაუარესდეს, აუცილებელია დადგენილი ნორმების დაცვა – პირბადის ტარება, ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 267 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1421-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

111
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ნინო შუბლაძე

„არსებობს მუდმივი შიშის ზღვარიც“ - ნინო შუბლაძეს და გარდაეცვალა

21
(განახლებულია 14:55 25.02.2021)
სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სოფო შუბ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო შუბ­ლა­ძის უფ­რო­სი და იყო. სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ.

„არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – წერდა ნინო შუბლაძე რამდენიმე დღის წინ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თრომ­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხაურებიან:

„და­უ­ჯე­რე­ბე­ლია! ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე რო­გორც სო­ფოს უყ­ვარ­და. და ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც თქვენ გიყ­ვარ­დათ! ნინო შუბ­ლა­ძე, ღმერ­თს ვთხოვ მოგ­ცეს ძალა, ამ ჯო­ჯო­ხეთს გა­უძ­ლო!“, - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და მე­გო­ბარს დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უსამ­ძიმ­რებს.
„ყვე­ლა­ფე­რი მეწ­ვის, ისე მეტ­კი­ნა და მე­წყი­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ეს უკე­თი­ლე­სი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, დიდი ენერ­გე­ტი­კის ადა­მი­ა­ნი რო­გორ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან და დაგვტო­ვა, ვერც კი ვი­ჯე­რებ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით ნინო შუბ­ლა­ძეს, რომ­ლის­თვი­საც სოფო ნამ­დვი­ლად მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ და. უმ­ძი­მე­სი დრო და­უდ­გა ნი­ნო­საც და ოჯახ­საც და ყვე­ლა უნდა და­ვეხ­მა­როთ, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის გა­და­სა­ტა­ნად“, - წერს „მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია.
„სოფო, საყვარელო. კორონა რომ შემოიჭრა ქვეყანაში, ზუსტად მაშინ მოვიტეხე ფეხი, ხოდა, მწერდა, რა მაგარია, ფეხი რომ მოიტეხე, შენი ჯანმრთელობის პატრონს გიხაროდესო. თვითონ დამარცხდა. ისე მედარდება, ისე მეტირება ამ უსაყვარლეს გოგოზე. ისეთი უსამართლობაა მისი წასვლა, სიცოცხლით სავსე გოგო. კეთილი გოგო. არც სიტყვები მყოფნის, რითი განუგეშო ნინო შუბლაძე. გაძლებას გისურვებთ მთელ ოჯახს და თქვენთან ერთად ვტირი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, - წერს ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

 

სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.

21
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რკინიგზის სადგური

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება

7
(განახლებულია 14:30 25.02.2021)
ხელისუფლება ქვეყანაში დღეს შექმნილი გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს

 

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საერთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.

როგორც დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რკინიგზას ფუნქციონირების განახლებისთვის გარკვეული მომზადება სჭირდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ორი დღით გადაიდო. 

„მატარებლების განახლებულ განრიგს „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ–რეჟიმში დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან,  26 თებერვლიდან გაიხსნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგი მიმართულებებით აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მატარებელში არ დაიშვებიან.

გარდა ამისა, მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და  მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი,  მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა რეგულაციის – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება –  დაცვის თხოვნით მიმართა. 

ხელისუფლება მუდმივად აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და შეზღუდვების შემსუბუქებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ვითარების ანალიზის საფუძველზე მოხდება.

7