სასწრაფო დახმარების ჯგუფი

„ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამის დაწერა მოგვიწევდა“ - ცნობილი მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს

8599
(განახლებულია 11:32 23.08.2020)
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 48 წლის ცნობილი მსახიობი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ნახეთ, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

რუსთავის თეატრის მსახიობი გიორგი რევაზიშვილი 20 მაისს გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „რუსთავის თეატრის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ვერსიით, გულის შეტევაა დასახელებული.

„ვერ წარმოვიდგენდით ამის დაწერა თუ მოგვიწევდა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და ყველას, ვისაც გიორგი მისი ხალასი იუმორით უყვარდა!“ – წერია რუსთავის თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე.

8599
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)
ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

7
(განახლებულია 11:53 28.09.2020)
ლევან გოგიჩაიშვილმაც და მისმა მეუღლე ვიკა ბუკიამაც მკურნალობის კურსის შემდეგ ჩაიტარეს ტესტი და პასუხი უარყოფითია

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ტელეარხ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ბუკიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – წერს ბუკია.

უფრო ადრე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მასაც და მის მეუღლესაც მსუბუქ ფორმაში აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც დეპუტატის მეუღლეს აღმოაჩნდა ვირუსი, მას სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდგინდა. ამის შემდეგ პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც ის არის, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზის აღება მოუწია.

დეპუტატების შემდეგ აპარატის თანამშრომელი: პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა>>

ამასთან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა პირი, რომელთანაც გოგიჩაიშვილს ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბერის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.

კორონავირუსზე მკურნალობას განაგრძობს პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

7
თემები:
COVID-19 საქართველოში
ილია მეორე

საქართველოს პარტიარქი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

21
(განახლებულია 11:38 28.09.2020)
„ვილოცებთ მათი უკვდავი სულებისთვის“ – წერს პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის მეტროპოლიტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილებში

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ  ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

26 სექტემბრის საღამოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.

21
თემები:
საქართველოს საპატრიარქო