თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაციასა და ავთანდილ ცქვიტინიძის გარდასახვა: როგორ გამოიყურებოდნენ ადრე ვარსკვლავები

5026
წლების წინ დაწყებული მეგობრობა და გასაოცარი გარდასახვა - დაჯერება გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ავთანდილ ცქვიტინიძე და თიკა ფაცაცია არიან. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წლების წინ და ახლა?

ტელეწამყვანმა, ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა სოციალურ ქსელში გამაოგნებელი სურათები გამოაქვეყნა. პირველ სურათზე დიზაინერი და ტელეწამყვანი 1996 წელს არიან აღბეჭდილნი, ხოლო მეორე ფოტოზე 2011 წელს. რადიკალურად ცვლილებას თავად შეამჩნევთ, როდესაც ავთოს და თიკას უახლეს ფოტოებს გადახედავთ.

თიკა ფაცაციასა და ავთანდილ ცქვიტინიძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში დაახლოვდნენ, როდესაც თიკას მუსიკალური კლიპებისთვის არაორდინალური დიზაინით შექმნილი სამოსი სჭირდებოდა. მის გემოვნებასა და იდეებს კი ავთანდილი საუკეთესოდ აკმაყოფილებდა. მათ ურთიერთობას ბზარი არასდროს გასჩენია. ამას წლების წინ გადაღებული ფოტოებიც ამტკიცებს. სულ ცოტა ხნის წინ თიკამ თავად გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მათი ამოცნობა გაგიჭირდებათ. 

View this post on Instagram

@დიდისცენის 6 ლაივ კონცერტი🖤

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის და პოლიტიკოსის ხათუნა თოთლაძის შვილი ანასტასია ცქვიტინიძე 15 წლის არის. გოგონა ტყუპისცალივით ჰგავს დედას. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში გოგონამ განაცხადა, მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ყველაზე კარგი დრო მისთვის ისაა, როდესაც ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის საშუალება აქვთ. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, გოგონას სურს სისხლის სამართლის სპეციალისტი გახდეს. ხათუნამ ავთო მაშინ გაიცნო, როდესაც მასთან კაბის შესაკერად მივიდა როგორც დიზაინერთან. მათი ქორწილი დიდი და, ასე ვთქვათ, მოსიარულე იყო. ერთი დღის განმავლობაში 4 ადგილზე გადახდილი ქორწილი დღემდე ბედნიერად გრძელდება. ცნობილი ქართველი დიზაინერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ოჯახი წლებს ითვლის. როგორც ავთანდილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათი ოჯახის შენარჩუნების საიდუმლო ისაა, რომ ისინი ერთმანეთის ნამდვილი მეორე ნახევრები არიან და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

View this post on Instagram

💥AVTANDIL💥 👉🏻 მოდის სახლი "ავთანდილი" 2000 წელს დააარსა ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ, რომელსაც ეკუთვნის უამრავი ჯილდო და სარგებლობს დიდი პოპულარობით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც 💥ავთანდილ ცქვიტინიძემ განათლება 1990-1995 წლებში საქართველოს ხელოვნების აკადემიაში მიიღო ✨ ავთანდილმა ცხოვრება ესთეტიკის მსახურებას მიუძღვნა და დღემდე, როგორც ხშირად გვესმის ხოლმე, ბნელი და ტკბილი 90-იანების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად მოგვევლინა, რომელმაც ამ პერიოდის არც ისე ადვილად მოსაპოვებელი, რიგით პირველი ჯილდო დაიმსახურა: იპოვნა საკუთარი თავი. არა მხოლოდ გადარჩა, არამედ შედგა, როგორც პერსონა. ხელოვნება, იუმორი და შრომისმოყვარეობაა, ალბათ, ის სამი მთავარი კრიტერიუმი, რამაც ავთანდილი, როგორც პიროვნება და „ავთანდილი“, როგორც ბრენდი შექმნა ✨ დღეს, ავთანდილის კოლექციები თბილისში, ბათუმსა და სომხეთში 5 პერსონალურ და მთელს მსოფლიოში, 105 კონცეპტუალურ მაღაზიაშია განთავსებული, მათ შორის, პარიზსა და მილანში. ასაკობრივი კატეგორია არ აქვს განსაზღვრული, „ავთანდილი“ პრესტიჟულია როგორც ახალი თაობისთვის, ისე 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. მის შესახებ იწერება ჟურნალ VOGUE-ზე და ა.შ. ✨ ავთანდილს იცვამენ ცნობილი ვარსკვლავები: ლედი გაგა ლაიონელ რიჩის კონცერტს ავთანდილის კაბაში გამოწყობილი დაესწრო, ხოლო ამერიკელ მომღერალს, Mary J. Blige-ს „ავთანდილის“ კოლექციიდან შერჩეული ჯინსის ორეული ეცვა ✨ ავთანდილს“ 4 ხაზი აქვს: ავთანდილ 73 დემოკრატიული ფასებით; Pre ta porte; Pre ta porte ლუქსი, რომელიც ჩვენებებზე გამოდის და ლუქსი, რომელშიც შედის, კოქტეილის, საღამოს კაბები და ა.შ. ასევე, აქვს ინდივიდუალური შეკვეთები ✨ მისი კოლექციის ნახვა და შეძენა შეგიძლიათ თბილისი მოლში,გალერეა თბილისში,ლესელიძის 29 ნომერში #avtandil #avtandili #georgianfashion #georgianfashiondesigner #georgianfashionstory #грузинскиедизайнеры #грузинскаямода #follow4followback #like4likes #tbilisifashionweek #georgianpeople #avtandiltskvitinidze #kakhikaladze #peoplefromgeorgia

A post shared by GeorgianDesigners (@georgian.designers) on

„ბედნიერი და უბედური პერიოდები ყველა ოჯახს აქვს, მთავარია, წყვილმა ერთიანობა შეინარჩუნოს. მე და ხათუნა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას ყოველთვის ერთმანეთისგან ვგრძნობთ. ჩვენს ურთიერთობაში გაცნობის დღიდანვე გაჩნდა „განსაკუთრებული ქიმია” და მაშინვე ვიგრძენით, რომ ერთი არსება ვიყავით. ამიტომ იმ დროიდან მოყოლებული, ერთმანეთს გამუდმებით ბედნიერებას ვანიჭებთ“, – ამბობს დიზაინერი.

წყვილი 2004 წელს დაქორწინდა. 10 წლის იუბილეზე წყვილმა 10-დღიანი კრუიზი მოიწყო ანასტასიასთან ერთად და ასე აღნიშნეს ერთად ყოფნის განვილილი პერიოდი.

5026
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)
ადამიანები პირბადეებით

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება

222
(განახლებულია 20:21 26.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

222
თემები:
COVID-19 საქართველოში
ღამის კლუბი ბათუმში

„დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სკოლები“ - ბათუმში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

145
(განახლებულია 19:05 26.09.2020)
დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რეგიონში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

„გახსენით სკოლები“, „აღადგინეთ ფრენები“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სამორინეები“, – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.

აქციის მონაწილეთა შორის დიდი ნაწილი რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები იყვნენ.

„ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, ათი საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე. რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური. რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე „კოვიდი“, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებასა და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში - 166. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან. დღეს საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმიდან იყო.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 92 ადგილი.

ბათუმში სამმა კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა: აღმოაჩნდათ თუ არა ვირუსი ჩვილებს >>

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

145
თემები:
COVID-19 საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:50 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

27 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ამ დღეს საჭიროა ძალების მიმართვა ოჯახური კავშირების გამტკიცებისკენ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა, სახლის მოწყობაზე ზრუნვა.

ცხოვრებისეულ სფეროებში ადამიანებს იღბალი თან სდევს. იზრდება პროფესიული წარმატებების შესაძლებლობა.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ოჯახური ბიზნეს–საქმიანობა, ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების გადაჭრა, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება, სანდო კავშირების გამტკიცება, კარიერაზე და ბიზნესზე ზრუნვა, მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე კოლექტივში.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების დაწყება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0