Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გრანდიოზული წვეულება და ძვირადღირებული კაბა - გვანცა დარასელიამ ქორწინების იუბილე აღნიშნა

© Photo: Gvantsa Daraselia / FBგვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 წელი ერთად - ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი გვანცა დარასელია მეუღლესთან თანაცხოვრების იუბილეს აღნიშნავს. უზარმაზარი თეთრი კაბა და საგანგებოდ მორთული გრანდიოზული ეზო. საღამოს დეტალები და უახლესი ფოტოები სოციალური ქსელიდან

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა. მოდელის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ გვანცას გაცნობა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ტელეეკრანზე მომავალი ცოლი ნანახი არ ჰყავდა. გვანცას ხმამ და ციმციმა თვალებმა ვახოს ყურადღება მიიქცია და საღამოს კომპლიმენტიც მიიღო. ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით გაგრძელდა. როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, გვანცა ვახოს შეხვედრაზე დიდხანს ეუბნებოდა უარს. ახლა წყვილი ერთად არის და მათ ორი შვილიც ჰყავთ. უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც ვახოს დაბადების დღეს დაიბადა. 10 წლის თანაცხოვრების წვეულებაზე ლილემ შეუდარებელი კაბა მოირგო და დედაც კი დაჩრდილა.

View this post on Instagram

ჩვენი დღე♥️ #10yearstogether #aniversary #friends #family

A post shared by Gvantsa Daraselia (@gvantsa_daraselia) on

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობა ძალიან უყვარს. გოგონა საკუთარი გემოვნებით იპრანჭება და ოჯახის წევრებს ამხიარულებს. უკანასკნელ ფოტოზე ლილემ არჩევანი ფერად სამოსზე შეაჩერა. პოზიტიურმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცნობილი სახეები და გვანცას კოლეგები კომენტარებს არ იშურებენ.

View this post on Instagram

10 years 🤍

A post shared by Choose your wedding dress🌟 (@neeobride) on

„ჩვენი დღე, 10 წელი ერთად...“- ამ სათაურით გამოქვეყნებულმა პოსტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გვანცა დარასელიას მიერ მოწყობილ წვეულებას პოპულარული სახეები ესწრებოდნენ. საღამო გვანცას მეგობრებმა ცნობილი ჰიტებით დააგვირგვინეს. მათ შორის აღმოჩნდა სალომე ბაკურაძე, რომელმაც სტუმრებისთვის ენერგია არ დაიშურა და საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

View this post on Instagram

A post shared by Choose your wedding dress🌟 (@neeobride) on

„მე და ვახო 10 წელია ცოლ–ქმარი ვართ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. აბსოლუტურად შეიცვალა ურთიერთობები. თუ საწყის ეტაპზე უთანხმოება მწვავე იყო, ახლა ასე აღარ არის. ორივე თანაბრად ვუთმობთ ერთმანეთს. თანაცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ერთმანეთის ხასიათი უკეთ შევისწავლეთ", - ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს გვანცა.

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ და მისმა მეუღლემ, ვახო მჭედლიძემ, ქორწინების 10 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ ეს თარიღი მეგობრებთან და შვილებთან ერთად გაატარეს. გვანცა ქორწინების იუბილეზე ულამაზესად გამოიყურებოდა. ამ დღისთვის ტელეწამყვანმა თეთრი კაბა შეარჩია. საღამოზე ვახომ და გვანცამ ტორტი შვილებთან ერთად გაჭრეს.

ყველა ახალი ამბავი
0