ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი

ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო

751
(განახლებულია 13:21 22.08.2020)
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალ მონაკვეთებზე ახალი სავაჭრო სივრცეები მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ვაჭრობის საშუალებას მისცემს

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დღეს ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის 13 კმ-დან, გზის 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი ოთხი ზოლი, ხოლო 1.5 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიანი გზით.

ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო 40-50%-ით შემცირდება და მგზავრობა არსებულ გზაზე ნაცვლად 20 წუთისა, 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა–ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება. აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლის ხაშურის „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში, მაგრამ, ამასთან, ახალ გზებზე სავაჭრო სივრცეების მოწყობა იგეგმება

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

751
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (398)
საკლასო ოთახი

ვითარება ქობულეთში: ზედა სამების სკოლაში ექვს პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

21
(განახლებულია 13:14 25.02.2021)
გუშინ, სწავლების დისტანცირ რეჟიმზე გადავიდა ქობულეთის №3 საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს დაუდასტურდა.

 

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს COVID-19​ დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა და ორი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

 

„გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმური ტესტირებისას სწრაფი ტესტით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიოლოგებმა პედკოლექტივში აღნიშნული პირების ახლო კონტაქტში მყოფი მასწავლებლების გამოკვლევა დაიწყეს. PCR-ტესტმა ხუთი პედაგოგის შემთხვევაში დადებითი პასუხი დააფიქსირა. ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის მიზნით კვლევები ამ დრომდე გრძელდება", – განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

გუშინ კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა  ქობულეთის №3 საჯარო სკოლაშიც – ინფიცირებულთა შორის ცხრა პედაგოგი და 5 მოსწავლეა. ქობულეთის რესურს–ცენტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ–რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი 1 თებერვლიდან აღდგა.

ბოლო მონაცემებით, გასულ დღე–ღამეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან 25 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

 

 

21
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
მატილდა გვარლიანი

„ჩემი საოცრება...“ - მატილდა გვარლიანის ცეცხლოვანი ფოტოსესია გულგრილს არავის ტოვებს

76
(განახლებულია 12:02 25.02.2021)
ახალბედა მოდელის სურათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Instagram-ზე ატვირთულ უახლეს ფოტოს 11 ათასზე მეტი მოწონება აქვს. მატილდას ხელშეუხებელი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ცეცხლოვანი ფოტოსესიის ვიდეოს აქვეყნებს. ბოლო ფოტოსესიაზე მატილდას თეთრი საცურაო კოსტიუმი აცვია. გოგონა საოცარ ფორმაშია და მოკლედ შეჭრილი თმა ძალიან უხდება.

თანატოლ მოდელებს შორის მატილდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. გოგონა 17 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. მათ შორის არის რამდენიმე ქართული და რამდენიმე უცხოური წამყვანი მოდის სახლი. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით.

შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანს ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ მის თითოეულ ახალ პოსტს თუ მორიგ სატელევიზიო ინტერვიუს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ბოლო პერიოდში მატილდა მეტად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა 98 ათასს აჭარბებს.

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები და ქართველი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს. ქართული მოდის ახალი სახე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობაზე ოცნებობს. კრიტიკოსების აზრით, მატილდას ყველა შანსი აქვს.

პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა. უახლესმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. „საოცრად ლამაზი ხარ“, „ძალიან შემაყვარა ამ გოგომ თავი“, „ჩემი საოცრება“, - უწერენ კომენტარებში მოდელს.

76
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საწარმო

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

0
(განახლებულია 13:41 25.02.2021)
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე  უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

0