დუტა სხირტლაძე

„როგორ ეტყობა ხელოვანის ხელწერა“ - ასე გაალამაზა დუტა სხირტლაძემ მცხეთის სახლის ეზო

696
(განახლებულია 11:40 19.08.2020)
მიუხედავად იმისა, რომ ეზო ულტრამოდური დიზაინით არ არის გაფორმებული, დუტას ნამუშევარი ადვილად ამოსაცნობია. როგორ გამოიყურება შოუმენის ხელით შელამაზებული ეზო?

დუტა სხირტლაძის აღნიშნულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება მიიღო. მეგობრების ნაწილი დახმარებას, ზოგი მიპატიჟებას, უმეტესობა კი, მონატრებას გამოხატავდა. კეთილი და გულისხმიერი დუტა ყველას თავის აგარაკზე, განსაკუთრებით კი კეთილმოწყობილ ეზოში ეპატიჟება. ბედნიერება დეტალებშია- ამაზე, ალბათ არავინ დაობს. სწორედ, ასეთი ბედნიერებები აქვს ჩაქსოვილი დუტას თითოეულ ინვენტარში. გადაღებებისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ცნობილი ტელეწამყვანი საკუთარი კუთხის მოვლას გემოვნებიანად ახერხებს. ძველებური ავეჯისა და რეტრო სტილის დახმარებით ღია ცის ქვეშ გათენება განსაკუთრებულ სიამოვნებად იქცევა.  მცხეთის საცხოვებლის ეზო მყუდრო კაფეს დაემსგავსა, რაც უფრო თვალშისაცემია.

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მასა და მის ხელოვან მეუღლეს ყველა უცნობს, თუმცა ნაკლებად ცნობილია მისი უფროსი შვილი, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს. 90-იან წლებში დუტა სხირტლაძე პირველ მეუღლეს ირმა გველესიანს დაშორდა. სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს 24 წლის ულამაზესი მარიამი. 11 წლის იყო გოგონა, როდესაც დედასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ირმამ მეორე ოჯახი შექმნა და ცოლად მარტინ ბუშმანს გაჰყვა. მეორე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. დუტას გარდაქმნილ სახლს, ახლა ქალიშვილებიც და თავად მსახიობიც ხშირად სტუმრობენ.

მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, თეატრალურ სარდაფში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. აღსანიშნავია, რომ იყო „რუსთავი 2“-ის სხვადასხვა შოუების წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე. 2012 წლიდან მოღვაწეობს ტელეკომპანია „იმედზე“, სადაც რამდენიმე პროექტშია ჩართული. დუტა მეორედ მარინა ნაცვლიშვილზეა დაქორწინებული, რომელიც საიუვილერო ხელოვნებითაა გატაცებული და საკუთარი საიუველირო ხაზი აქვს. წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს.

696
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2102)
ავიაკომპანია  AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი

დაინიშნა ჩარტერული რეისი თბილისი-ბერლინი

13
(განახლებულია 19:57 22.09.2020)
საქართველოს საჰაერო საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ ისევ დაკეტილია. სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ჩარტერულ რეისს ბერლინის მიმართულებით 27 სექტემბერს შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა: სტამბოლი, კიევი და მინსკი >>

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 09:30 საათზე გაფრინდება და ბერლინში დაეშვება 11:30  საათზე. რეისი ბერლინიდან დანიშნულია 12:20 საათზე, ხოლო  თბილისში თვითმფრინავი 17:50  საათზე დაეშვება.

„აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ბილეთის ღირებულება 199 ევროს შეადგენს.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სუბსიდირებული რეისი, უახლოეს პერიოდში შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. გამონაკლისის სახით მთავრობა ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სწავლობენ და მათთვის სპეცრეისებს ნიშნავს.

ამ დროისათვის აღნიშნული სუბსიდირებული ავიარეისებით დაახლოებით 500-მა სტუდენტმა ისარგებლა.

ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. თუმცა, საქართველოს საჰაერო საზღვარი 31 ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება.

13
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
გრიპის ვაქცინა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება

39
(განახლებულია 19:37 22.09.2020)
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის დაწყებასთან ერთად ქართველი მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. და დაიწყება ვაქცინაცია... ვაქცინა ასევე შემოაქვს კერძო სექტორს და მსურველებს ნებაყოფლობით შეუძლიათ აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენაზე მუშაობს.

თავად ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა. გამყრელიძის თქმით, ის განკუთვნილია რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს. რისკ-ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

39
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში