კესარია აბრამიძე

კესარია აბრამიძე ასეთი თამამი ჯერ არასდროს ყოფილა ტრანსგენდერი ქალი ნავზე გაშიშვლდა

7122
(განახლებულია 19:51 21.08.2020)
კესარია აბრამიძე ბათუმში ისვენებს. მან უახლესი ფოტოსესია ნავზე მოაწყო. უძვირფასესი საჩუქრებით განებივრებულმა ტრანსგენდერმა ქალმა ულამაზესი ფორმები გამოაჩინა. როგორ გამოიყურება კესარია სექსუალურ საცურაო კოსტიუმში?

საქართველოში, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია.

 

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა. თუმცა, მისმა შიშველმა ტანმა ისევ სელებრითების ტოპ-ფოტოებში დამსახურებული ადგილი დაიკავა. ბათუმის სანაპიროდან ზღვის შუაგულში ნავით საყვარელ მამაკაცთან ერთად გაცურა და ყველას ყურადღება მოშიშვლებული ტანით მიიქცია.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას აღარ იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. მათ სიას უერთდება ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ფოტომოდელმა ნახევრად უკრაინელი დედა პოპ-დივას გააცნო. ულამაზესი ქალბატონების ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

7122
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2141)
დისტანციური სწავლება

თუ შვილის სკოლაში გაშვება არ გსურთ: განათლების სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

248
(განახლებულია 19:14 30.09.2020)
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლებში გაშვებას უფრთხის

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლებში გაშვება პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლებით აპირებენ სარგებლობას, ან განაცხადი უნდა შეავსონ განათლების სამინისტროს საიტზე და ან სკოლას უნდა მიმართონ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საუბარია თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებზე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დისტანციური სწავლების გამოცდილება საქართველოს სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან არსებობს. დისტანციური სწავლების შედეგად 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასზე მეტ მასწავლებელს უკვე გააქტიურებული აქვთ სპეციალური პროფილები საგანმანათლებლო ონლაინ–პროგრამებში.

სამინისტროს მხარდაჭერით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ–ინსტრუმენტებით — Microsoft Office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS–ს, OneNote–სა და სხვა პროგრამებსა და დანართებს.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი ძირითადი რესურსი საქართველოში არის „ტელესკოლა“. საგანმა ნათლებლო ტელეპროექტის ბადეში ყველა საფეხურის საგნები შედის. ამასთან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც.     

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები სკოლებს 1 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

248
თემები:
განათლება საქართველოში
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

81
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

81
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0