კორონავირუსი საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირების უცნობი წყაროების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დადგენილ შემთხვევებში კი ზოგიერთი უკავშირდება სოფელ ლენჯერს, ზოგი კონტაქტია და ზოგიც – შემოტანილი.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში: 21 აგვისტოს მონაცემები>>

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან ოთხი სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დადგენილი შემთხვევის კონტაქტია, სამი – „იმპორტირებულია“.

მესტია - Sputnik საქართველო
მესტიაში კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 240 ინფიცირებული მკურნალობს.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ექვსი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 23 პაციენტი.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა 13 შემთხვევაში.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი და მათი რაოდენობა გახდა 1128, ინფიცირებულია სულ 1285 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0