თამუნა ლეკვეიშვილი

შოკოლადისფერი რუჯი და უსექსუალურესი ბიკინი– როგორ გამოიყურება შეცვლილი თამუნა ლეკვეიშვილი?

126918
(განახლებულია 20:23 21.08.2020)
ასეთი ცეცხლოვანი თამუნა ლეკვეიშვილი ჯერ არ გინახავთ. კომედიური ჟანრის მსახიობი სექსუალურ კოსტიუმში ირუჯება. როგორ გამოიყურება არტისტი არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ?

უახლეს ფოტოებზე თამუნა ლეკვეიშვილის ამოცნობა გაგიჭირდებათ. ეფექტური და ყოველთვის მომხიბლავი მსახიობი ახლა ბევრად მიმზიდველად გამოიყურება. ახალი იმიჯის მორგების შემდეგ სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა და „ფოლოვერებს“ სექსუალური ხასიათის ფოტოებითაც ანებივრებს. წონაში დაკლების შემდეგ მისი სხეული ბევრად უფრო პიკანტური გახდა, მის ტანს კი ღრმად ამოღებული დეკოლტე უფრო ამშვენებს. თამუნა ლეკვეიშვილი ზაფხულის დღეებს აუზზე ატარებს. მსახიობმა ულამაზესი ტანი გამოაჩინა და თაყვანისმცემლები გააოცა.

View this post on Instagram

A post shared by Tamuna Lekveishvili (@tamunalekveishvili) on

ბოლო პერიოდში იუმორისტმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს – მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი ულამაზესი შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ის ოცნება, რაც ზესტაფონში ბავშვობის დროს ჰქონდა, დედაქალაქში ჩამოსულმა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აიხდინა.

View this post on Instagram

#მთისრუჯი

A post shared by Tamuna Lekveishvili (@tamunalekveishvili) on

გასულ აგვისტოში ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-დან კად­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის შე­მოქ­მე­დი ჯგუ­ფი - „კო­მე­დი ჯგუ­ფი“ გა­ი­ყო. ერთი ნაწილი, მათ შო­რის ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ოთო ლომ­თა­ძე, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, ვასო ფხა­კა­ძე, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი, ნიკა გრი­გო­ლია, ილო ბე­როშ­ვი­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სულ 13 ადა­მი­ა­ნი, ნიკა გვა­რა­მი­ას „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ბარ­გდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Tamuna Lekveishvili (@tamunalekveishvili) on

გუნ­დის ნა­წი­ლი „რუს­თა­ვი 2“-ზე დარ­ჩა. დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რი­საა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი და მისი გუნ­დის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი, რომ­ლე­ბიც უკვე ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მალ­ხა­ზიშ­ვი­ლის თქმით, „კო­მე­დი­ში“ სულ 50 ადა­მი­ა­ნი იყო და მათ­გან 13-მა და­ტო­ვა ტელეკომპანია.

126918
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)
მაია ასათიანი

„ძალიან ცუდად მოვიქეცი... არ მიმატოვოთ ამ განსაცდელში“ მაია ასათიანი დახმარებას ითხოვს

859
(განახლებულია 21:06 21.09.2020)
პოპულარული ტელეწამყვანი განსაცდელშია. ნახეთ რა შეემთხვა მაია ასათიანს და რატომ ითხოვს დახმარებას სოციალურ ქსელში.

„ბავშვი რომ დედას რაღაცას უმალავს ისეთი განცდა მაქვს, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი განცდა არ მქონია“, – ამბობს ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში. ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და დახმარებას სთხოვს. ასათიანი ჰყვება, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც სიგარეტის მოწევის განახლებას უკავშირდება.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით ორი კვირაა. ვიფიქრე, რომ 10 წელია დანებებული მაქვს მოწევისთვის თავი და ერთ ღერს მოვწევ მეთქი და აი ამ ერთმა ღერმა დამღუპა. რაღაც სუფრაზე ვიყავი, დავლიე ერთი ორი ჭიქა და... ჩემებმა გაიგეს, ვერ მიშველა იმათმა აკრძალვებმაც. ერთი კვირაა უკვე აღარ მივარჯიშია. ეს ვიდეოც იმიტომ ჩავწერე, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს. ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“, – ამბობს ჟურნალისტი და „ფოლოვერებს“ სთხოვს ურჩიონ, როგორ დაანებოს მოწევას თავი.
View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.

859
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)
ლაბორატორია

სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდგინდა

88
(განახლებულია 20:41 21.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა, მიზეზი – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

გავრცელებული ინფოცრმაციით, კორონავირუსის ინფექცია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„სკოლის 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც 72 საათში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა კონსტანტინე ხომერიკმა.

დღეს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სენაკის საჯარო სკოლაც, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდა – პასუხები დღეს გახდება ცნობილი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

88
თემები:
COVID-19 საქართველოში
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020