მესტიაში კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

© photo: Sputnikმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის მუნიციპალიტეტში მრავალი ეფექტური ღონისძიება გატარდა, მათ შორის 5 ათასამდე ადამიანის ტესტირება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოს ერთბაშად კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

მესტია - Sputnik საქართველო
საკონტროლო ტესტი: მესტიის მოსახლეობას კორონავირუსზე კვლავ შეამოწმებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოდანვე დაიწყო, გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა 3 509 ტესტი, კიდევ 1 246 – იმ პირებისთვის, ვინც მუნიციპალიტეტში კარანტინამდე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ინფიცირებულია 1385 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1128, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0