Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ახალი ტატუ პიკანტურ ადგილზე და არდადეგები ესპანეთში – ვისთან ერთად ისვენებს სექს-სიმბოლო?

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის თავბრუდამხვევი ფოტოსესიები გრძელდება. პანდემიის მიუხედავად მსახიობი ძვირადღირებულ შვებულებას არ იკლებს. ვინ ანებივრებს და ვისთან ერთად ისვენებს ესპანეთში ქართველი სექს-სიმბოლო?

პოპულარული ტელესახე საკუთარი გარეგნობისთვის თანხებს არ იშურებს. როგორც ჩანს, ქართველმა სექს-სიმბოლომ ესთეტიკურ ცენტრს კიდევ ერთხელ მიმართა. შორენას სახეს ახლა უფრო წვრილი ცხვირი და სქელი ტუჩი ამშვენებს. ამას თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. თუმცა, უმეტესობა შორენას დაფიქრებასა და გაჩერებისკენ მოუწოდებს. აშკარაა, რომ ამაოდ... შორენა ბეგაშვილი გარეგნობისა და იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მისი ყოველი ექსპერიმენტი ქალებისთვის ახალი აღმოჩენა ხდება.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაოჯახებისა და გაყრის შემდეგ ქალიშვილ ევასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილი მეორე ქმართან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს შეუდგა. როგორც ჩანს, მსახიობი გახდომას და ფორმების უფრო მეტად დახვეწას ცდილობს. მან ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიში განაახლა და ჯანსაღად იკვებება, თუმცა კორონავირუსისგან შექმნილმა ვითარებამ და პანდემიამ სექსუალური მსახიობის დღის წესრიგი შეცვალა. ის სოციალურ ქსელში ყოველდღიერად აქვეყნებს საკუთარ შედეგებს.

View this post on Instagram

🏝

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა „ფოლოვერებიც“ გააერთიანა. ისინი ერთად სპეციალური რაციონით იკვებებიან, რომელსაც შორენა საგანგებოდ შექმნილ გვერდზე სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავისი შედეგი გაუზიარა. როგორც ჩანს, მსახიობმა 7 კილოგრამი დაიკლო და გაჩერებას არ აპირებს. ცნობილი დედის საპირისპიროდ, ევა ბარბაქაძე კილოგრამების მომატებას ცდილობს. გოგონამ საკუთარ გვერდზე არაერთგზის აღნიშნა, რომ მას მომატებული კილოგრამები და ფუმფულა ფორმები უფრო იზიდავს.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ტელესახე ეროტიკული სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს. სხვადასხვა კომპანიის სახეა და გადატვირთულ გრაფიკს არ უშინდება. მიუხედავად ამისა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დასვენებას მუდამ ახერხებს. მისი რჩეული, როგორც ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და, მიუხედავად მანძილისა, საყვარელი ქალისთვის ძვირადღირებული საჩუქრების და სიურპრიზების კეთებას არ წყვეტს.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

უკანასკნელი სურათების ლოკაციად ესპანეთი ფიქსირდება. შორენამ ცეცხლოვანი ტატუ უკანალზე დაიხატა. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება მან პანდემიამდე მიიღო, სოციალურ ქსელში კი უახლესი ტატუთი თავს იწონებს და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

ყველა ახალი ამბავი
0