Turkish Airlines-ის თვითმფრინავი

Turkish Airlines ფრენებს თბილისიდან აგვისტოს ბოლოს იწყებს

113
(განახლებულია 15:23 21.08.2020)
29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეისები ყოველ შაბათს მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულდება – თბილისიდან სტამბულში.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ რეისები მხოლოდ ერთი – სტამბულის მიმართულებით შესრულდება. ფრენები ყოველ შაბათს, 03:55 საათზე შესრულდება 29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. Turkish Airlines-მა უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა.

საქართველოს ხელისუფლებამ გასულ კვირაში შეზღუდვები საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე 1 ოქტომბრამდე გააგრძელა.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო ავიარეისებზე, რომლებიც ხორციელდება თბილისის აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის გადაწყვეტილება ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით მოხდება.

113
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში კვლავ ყველაზე მეტი ინფიცირებულია

10
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 5 068  -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152 704-ს მიაღწია

თბილისი,  4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  5 068 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 959 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი-980, აჭარა-483, სამეგრელო-ზემო სვანეთი-408, კახეთი-335, ქვემო ქართლი-296, შიდა ქართლი-222, მცხეთა-მთიანეთი-130, გურია-122, სამცხე-ჯავახეთი-114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-19.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38  ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 24 349 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 671  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267

1 070 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 476 პირი,  მათ შორის, თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 899 ადამიანი, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779  პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28.

თვითიზოლაციაში იმყოფება   51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 437 პირი, აჭარაში-12 071, იმერეთში-4 605

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5 068 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152 704-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
კორონავირუსზე ტესტირება

ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც ვირუსს გადაიტანს, სავარაუდოდ, ვაქცინა არ დასჭირდება

26
კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მომავალი წლის მარტი-აპრილში შემოვა და ის ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, მას ვაქცინა, დიდი ალბათობით, არ დასჭირდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას.

როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას: ოპტიმისტური პროგნოზი>>

როგორც რატიანმა აღნიშნა, კოვიდინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს როგორც წითელა, წითურა და სხვა ვერაგი დაავადებები, რემლებსაც კაცობრიობა მოერია.

„ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსზე, თუმცა დღეს მედიცინაში მის შესახებ ბევრი ვისწავლეთ. თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო. ახლა ყველას ამოცანაა, რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, ის საქართველოში, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე იმუშავებს.

საქართველოში ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამასთან, საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 152 704 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 690-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში

პანდემიის პერიოდში ფულადი გზავნილები საქართველოში

0
(განახლებულია 09:58 04.12.2020)
საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 7,5%-ით გაიზარდა და 1516,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წლის იანვარ–ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ დაახლოებით 291,4  მლნ დოლარი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,2%–ზე მეტი.   თუმცა, ეს მაჩვენებელი 16,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა