რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით საქართველოში

© Sputnik / Viktor Kaminskyმოხუცი ქალი გაზეთს კითხულობს
მოხუცი ქალი გაზეთს კითხულობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგროვებითი პენსიის სქემის პოპულარობა საქართველოში დღითი დღე იზრდება – სიბერისთვის ფულს უკვე მილიონზე მეტი ადამიანი აგროვებს.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. 20 აგვისტოს მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 423-მა ადამიანმა, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

მათ შორის, ვინც უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, 201-მა მოქალაქემ საპენსიო ასაკს მიაღწია, ერთი საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა, 177-მა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძველზე, ხოლო 44-მა – მემკვიდრეობის უფლებით.

საქართველოში საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული>>

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. თვეში ეს დაახლოებით 9 ათასი ადამიანია. ამჟამად სქემაში დარეგისტრირებულების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

მამაკაცები ნარდს თამაშობენ - Sputnik საქართველო
მილიონ მოქალაქეზე მეტი – სიახლეები საპენსიო ფონდიდან

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 74 მილიონ ლარამდე სარგებელი.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემოღების დროს ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო იყო – დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულო იყო 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება ჰქონდათ. გასული წლის ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ რეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა. 

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპენსიო სააგენტომ პირველი ინვესტიცია განახორციელა

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0