Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება...“– ნინი ბადურაშვილის და ბიზნესმენის ფოტომ სოცქსელი აალაპარაკა

© Facebook / Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და მისი მეგობარი ბიზნესმენის ერთობლივმა ფოტომ ბათუმის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა მომღერალ ნინი ბადურაშვილთან ერთად, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ აალაპარაკებდა. და ასეც მოხდა. „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება“ – ასე უპასუხა ნინის გიორგი ჩიკვაიძემ.

View this post on Instagram

✌️🥂✨

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

აღსანიშნავია, რომ წყვილის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ გასული წლის ზაფხულში აქტიურად საუბრობდნენ. გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი გასულ ზაფხულს საფრანგეთში ორჯერ იყვნენ ერთად, თუმცა ნინიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და ამის შემდეგ ერთობლივი ფოტოებიც აღარ გამოუქვეყნებიათ.

View this post on Instagram

A post shared by Nini badurashvili (@ninibadurashvili) on

რამდენიმეთვიანი პაუზა ამჯერად გიორგი ჩიკვაიძემ დაარღვია. ცნობილია, რომ გიორგი და ნინი კლასელები იყვნენ. მათ დღემდე ახლო ურთიერთობა აკავშირებთ და გიორგი არ მალავს, რომ ნინის მიმართ უპასუხო გრძნობებიც ჰქონდა წლების წინ. ძვირადღირებული იახტების მფლობელი ნინის სოლო კონცერტზე 19 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. სწორედ ამ საღამოსაა გადაღებული ერთობლივი ფოტოც.

მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია ქმარს სკანდალურად დაშორდა. ნინის მიმართ ყურადღება არც მანამდე და არც ახლა არ ნელდება. ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს. პატარა გოგონა სკოლაში სექტემბერში მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0