ტესტირება კორონავირუსზე

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

97
(განახლებულია 13:41 20.08.2020)
გამოჯანმრთელდა 1108 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ცხრით გაიზარდა და 1370-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 278 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

97
თემები:
COVID-19 საქართველოში (1737)
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

3
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

3
თემები:
სელებრითების ცხოვრება
რუხის მრავალპროფილური კლინიკა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

6
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გატესტილი 649 ნიმუშიდან კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ექვსიდან ოთხი შემთხვევა  სოფელ საბერიოს კლასტერს, ერთი  - სენაკის კონტაქტებს უკავშირდება. მეექვსე შემთხვევა დაუდასტურდა პირს, რომელიც ბათუმიდანაა და რეგიონში დროებით იმყოფება.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთშიც. ფოთში სულ გაიტესტა 97 ადამიანი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში განთავსებულ მოქალაქეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში სულ 139 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, ინფიცირებულები მკურნალობას რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში აგრძელებენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა დღეს 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

6
თემები:
COVID-19 საქართველოში (1737)