ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

© photo: courtesy of talk show "2030" / FBვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც მაღლაფერიძე წერს, „პირველი არხის“ განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ის ვერ დაუშვებს, რომ ამდენი ადამიანის შრომა ჩრდილქვეშ მოექცეს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა სამეურვეო საბჭოს წევრებს.

„ქიმია“ – სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებზე სერიალს იღებენ>>

ყოფილი გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსა და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – აღნიშნულია მაღლაფერიძის განცხადებაში.

მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ 2017 წლიდან საქართველოს „პირველმა არხმა“ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. კერძოდ, არხზე დაიწყეს მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, სერიალებისა და ანიმაციური ფილმების გადაღება.

მაღლაფერიძე: მათ შეძლეს უზარმაზარი საქმის ჩატარება, დღეს პირველი გაკვეთილები გავიდა ეთერში>>

ყოფილი გენერალური დირექტორი წერილში საუბრობს საქართველოს რადიოს სიგნალის გაუმჯობესებაზეც, ასევე „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე 1tv.ge, რომელიც, მისი თქმით, სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე. მაღლაფერიძე ხაზს უსვამს ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და არხის მიუკერძოებლობასაც.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

„ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა – მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები, და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი და ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით“, – წერს მაღლაფერიძე განცხადებაში.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ის ვერ დაუშვებს, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვასილ მაღლაფერიძეს 2017 წლის იანვრიდან ეკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
სად გადადის „პირველი არხი“: ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა

2014-2016 წლებში ვასილ მაღლაფერიძე ტელეარხ GDS-ზე მუშაობდა გადაცემა „2030“-ის გენერალურ პროდიუსერად, რომელიც ადრე საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიჰყავდა.

მანამდე, 2012 წელს მაღლაფერიძე „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო, რომელიც ივანიშვილს ეკუთნოდა.

1999-2005 წლებში მაღლაფერიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო, 2005-2008 წლებში — მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ყველა ახალი ამბავი
0