ცარიელი აეროპორტი

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

604
(განახლებულია 21:17 17.08.2020)
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს და მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე და რეისებზე ბილეთების შეძენისგან.

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის (გერმანია), პარიზისა (საფრანგეთი) და რიგის (ლატვია) აეროპორტებს შორის. შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და AirBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სააგენტოს ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისგან“, – აღნიშნულია სააგენტოს გვერდზე.

სააგენტოს ცნობით, რეგულარული და ჩარტერული რეისების მუდმივად განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია, თუმცა სატვირთო გადაზიდვები სრულდება ჩვეულ რეჟიმში.

604
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (189)
დაკეტილი კაფე–ბარები

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: მხოლოდ ეკონომიკის გახსნა დაამარცხებს კრიზისს

19
(განახლებულია 14:08 21.01.2021)
საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ეკონომიკის გახსნა, მაგრამ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი, განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ტიკარაძე: თებერვლიდან განვიხილავთ გახსნებს, თუმცა...>>

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე იკრძალება ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, რესტორნები, კაფე–ბარები და ა.შ. საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან დაიწყება.

„პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით... გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე“, - თქვა ფხაკაძემ.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ეკონომიკის გახსნის გზით შეუძლია დაამარცხოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი.

„2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან.

საქართველოს კოვიდსტატისტიკა დაწესებულ შეზღუდვებს ამართლებს - ჯანდაცვის სამინისტრო>>

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს უკვე დაევალათ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ეტაპობრივი გეგმის შემუშავება. პირველ ეტაპზე მოლებისა და ბაზრობების გახსნა იგეგმება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორებიც არის დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი, და ამ შედეგებზე დაფუძნებით გადაწყდება, რა შეზღუდვა მოიხსნება შემდეგ ეტაპზე.

19
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
დეზინფექცია

ბიძინა ესებუას COVID-19 დაუდასტურდა ქუთაისის საპყრობილეში კარანტინი გამოცხადდა

18
(განახლებულია 13:05 21.01.2021)
ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა–შენახვა–ტარებას ედავება.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“  შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის,  ძებნილი  ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც  ასევე ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება  „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა,  ამ დროისთვის ესებუასთან ერთად საკანში მყოფი 6 პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული. 

ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა. აქედან გამომდინარე,  დაცვის მხარე აღკვეთის  ღონისძიების გადახედვის შუამდგონლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.

ბიძინა ესებუა პოლიციამ  2020 წლის  4 დეკემბერს დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ხოლო ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

18
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ანუშკა ჩხეიძე

ქართველი მუსიკოსის წარმატება: ანუშკა ჩხეიძის ალბომი პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

0
(განახლებულია 13:45 21.01.2021)
ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ, 22 წლის ქართველი მუსიკოსის ალბომი გასული წლის 25 ფავორიტ ნამუშევარს შორის შეიყვანა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართველი მუსიკოსის, დიჯეის ანუშკა ჩხეიძის 2020 წლის ალბომი Halfie, რომელიც CES Records-ზე გამოვიდა, IMPALA-ს მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტია. მისი სახელი 25 მუსიკოსთა შორის მოხვდა.

ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ, 22 წლის ქართველი მუსიკოსის ალბომი გასული წლის 25 ფავორიტ ნამუშევარს შორის შეიყვანა. არსებული სია მუსიკალურად მრავალფეროვანია და ფინური პოპიდან დაწყებული, ფრანგული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ყველა სახისა და ქვეყნის მუსიკალურ მიმართულებას მოიცავს.

გასულ წელს აღნიშნული ჯილდო ცნობილ გერმანელ მუსიკოსს, Apparat-ის ალბომს ერგო – ამ წლის გამარჯვებული კი თებერვალში გამოვლინდება.

IMPALA – ევროპის მასშტაბით, დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციაა რომელიც 2000 წელს დაარსდა და მუსიკალურ ბიზნესში 5000-მდე მცირე ზომის ლეიბლსა და არტისტებს აერთიანებს.

ასოციაცია უკვე მეთერთმეტე წელია ატარებს „წლის ალბომის“ დაჯილდოვებას, სადაც დამოუკიდებელი ევროპული ლეიბლებიდან საუკეთესო ნამუშევარს არჩევს. გასულ წლებში აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ ისეთ მუსიკოსები, როგორებიც არიან Apparat, Agnes Obel, José Gonzalez, Caribou, Guadalupe Plata, The xx, Adele, და Efterklang.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება