თბილისის პოლიციაში არასრულწლოვნების საქმეებს სპეციალური სამმართველო გამოიძიებს

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBვახტანგ გომელაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში
ვახტანგ გომელაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს მიზანია არასრულწოვნების მიმართ საქმის სამართლიანი წარმოება მათი უფლებების დაცვით.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილ არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოს ეწვია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ანალოგიური ქვედანაყოფები და არასრულწლოვანთა ოთახები 2020 წლის ბოლომდე შეიქმნება საპატრულო პოლიციის სამმართველოში, ბათუმის, ქუთაისისა და პანკისის ხეობის პოლიციაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი: მოზარდებს ვიდეოკამერების წინ გამოკითხავენ>>

სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც 24 ივნისს ამოქმედდა, აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და, მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას.

ძალადობა - Sputnik საქართველო
ძალადობა მოზარდზე: 14 წლის გოგონაზე ბიძა და ბაბუა სისტემატურად ძალადობდნენ

„არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებსაც არაერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო იმუშავებს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირების მიერ) ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. სამმართველოს კომპეტენციას ასევე მიეკუთვნება არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება.

არასრულწლოვნების დაკითხვისა და მათი საქმეების გამოძიების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის დაღუპვის შემდეგ. მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების შედეგად 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობა.

„ამ ცხოვრების დედაც“: გარდაიცვალა ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა>>

საქმეზე დააკავეს პოლიციის უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მას ბრალად ედება სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულება მის ყოფილ სკოლაში ღამით შეჭრისა და სხვადასხვა კაბინეტში წარწერების გაკეთებასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0