კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1092 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1341-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0