კაკი ბოლქვაძე და სოფო ბედია

„რატომ შეუყვარდა 165-კილოიანი...“ - სკანდალური კლიპის ავტორის გამო ოჯახი დაინგრა?

41351
(განახლებულია 15:15 31.07.2020)
კაკი ბოლქვაძე წლებია, ქართულ შოუ-ბიზნესშია. მაყურებელმა ის ქართველი მომღერლების სკანდალური კლიპიდან კიდევ ერთხელ გაიცნო, სადაც პირველივე კადრებში ჩანს. ცოტა ხნის წინ კაკი გია სურამელაშვილთან ერთად სკანდალშიც გაეხვა, როდესაც მომღერალი კონცერტიდან გააგდო

ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ქართველი მომღერლების სკანდალური კლიპის ავტორი კაკი ბოლქვაძე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გადაცემის წამყვანმა დაუსვა კითხვა - მართალია თუ არა, რომ მის გამო გათხოვილმა ქალმა ოჯახი დაანგრია და ვინ იყო ეს ქალი. კონვერტი, სადაც ამ ქალის ვინაობის შესახებ ინფორმაცია იყო მოთავსებული, კომპოზიტორმა დაწვა და აღნიშნა, რომ არ უნდა ამ ქალზე საუბარი, თუმცა აუციულებლად ჰკითხავს როდესაც მას ნახავს, რატომ შეუყვარდა ის, როცა 165 კილოგრამს იწონიდა მაშინ. კომპოზიტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჭარბი წონა კუჭის დაპატარავების ოპერაციის შედეგად მოაგვარა და ახლა ნორმალურ წონაზეა.

ქართველი მომღერლების კლიპი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და ის საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კლიპის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე, გავრცელებული ინფორმაციით, შეუძლოდაც კი გახდა. კლიპი „დარჩი სახლში“, სადაც მონაწილეობას ქართველი მომღერლები იღებენ, კორონავირუსთან ბრძოლას მიეძღვნა. კლიპს სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოხმაურებები ძირითადად კრიტიკული იყო.

იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედიაა, რომელიც თავადაც მონაწილეობს კლიპში ოჯახთან ერთად. კლიპში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მომღერლები: ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, მარიკა თხელიძე, თემურ თათარაშვილი, ნინო ჩხეიძე... საზოგადოების ნაწილმა ნამუშევარი დაიწუნა, ნაწილი კი აღფრთოვანებულია და დადებით კომენტარებს არ იშურებს კლიპის შემქმნელების მიმართ.

41351
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2103)
PCR–ტესტირება ბათუმში

რთული, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება აჭარის მეთაურმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა

3
(განახლებულია 13:07 23.09.2020)
რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, რომ საშიშ ვირუსს შეებრძოლოს, სისტემა გამართულად მუშაობს ყველა დონეზე – მობილიზებულია აჭარის ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

„დაინფიცირებული პაციენტების მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-მართვის კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.

„არ იგეგმება რამე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება... ახლა მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსის მართვა და ადაპტაცია... ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, კიდევ უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უპატრონოდ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID–19–ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ>>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

3
თემები:
COVID-19 საქართველოში
თაკო ნაცვლიშვილი

„სიყვარულო, გილოცავ!“- თაკო ნაცვლიშვილის ემოციური მილოცვა შეყვარებულს

30
(განახლებულია 13:03 23.09.2020)
სუპერ-მოდელი უსიმთპატიურეს შეყვარებულს დაბადების დღე დისტანციურად მიულოცა.  თაკო იტალიას დაუბრუნდა. ნახეთ რა ვიდეომილოცვას აქვეყნებს მშვენიერი მოდელი...

თაკო ნაცვლიშვილი ფრენების აღდგენის შემდეგ, კვლავ იტალიას დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ მან ძვირადღირებული კურორტიდან ფერადი ფოტოები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, თაკოს პაუზის აღება მოუწია, სუპერ-მოდელი იტალიაში დაბრუნებისთანავე საყვარელ საქმიანობას შეუდგა.

View this post on Instagram

One more daiquiri, please:)

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა.

წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მისი რჩეულის სურათები აქტიურად ვრცელდებოდა. პირველად წყვილი ერთად თაკოს დაბადების დღეზე გამოჩნდა. მოდელმა იუბილე თბილისში გადაიხადა.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

 ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 25 წლისაა. ქართველმა ტოპ-მოდელმა უსიმპატიურეს შეყვარებულს ვიდეო Instagram- ზე მიუძღვნა. „სიყვარულო, გილოცავ!“- დაწერა თაკომ. მოდელის მიერ შექმნილ ვიდეოზე წყვილის ერთად ყოფნისა და საუკეთესო მოგონებების კადრებია გაერთიანებული.

View this post on Instagram

💕

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.

30
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2103)