Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თინა მახარაძე დედას დაუჯერებლად ჰგავს - მსახიობი მშობლების ფოტოებს აქვეყნებს

© Photo: Tina Meme Makharadze / FBთინა მახარაძე
თინა მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი თამამი განცხადებებით გამოირჩევა. სერიალის პერსონაჟ „ანკას“ თინას ხშირად ადარებდნენ, ბევრი კი მიიჩნევდა, რომ მსახიობი სულაც საკუთარ თავს განასახიერებდა.

თინა მახარაძემ საზოგადოებას თავი ეპატაჟურობით დაამახსოვრა. მან რეიტინგულ გადაცემებში „მძიმე კაცთან“ და „პროფილი“ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზრების თავისებური ინტერპრეტაცია გააკეთა და მეორე დღეს მთელი თბილისი აალაპარაკა. თინა ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს.

მისი ამერიკაში გამგზავრების მიზეზი რეჟისურის შესწავლა გახდა. მსახიობი ბარი ფაირშტეინის კინოსკოლაში (Barry R. Feirstein Graduate School of Cinema) სამწლიან სარეჟისორო პროგრამას სწავლობს. როგორც ირკვევა, სწავლა „განათლების საერთაშორისო ცენტრის” სახელმწიფო ბიუჯეტმა დაუფინანსა. თინა ხშირად აქვეყნებს გადაღების პროცესებს და Instagram-ით ირკვევა, რომ დიდი წარმატებითა და მონდომებით უდგება გადაღების პროცესს.

გამომწვევი, სექსუალური და ინტიმური ხასიათის პოსტებით თინა მახარაძე პოპულარობას არ კარგავს. მისი იმიჯი დიდი ხანია საზოგადოების ყურადღებას იქცევს. თავისუფალი სტილი და მსახიობის ცხოვრების წესი ბევრ ადამიანს აინტერესებს, ბევრს კი აღიზიანებს. თინა დაახლოებით ორი წელი ხვდებოდა „მასტერშეფის“ კონსკურსანტს დიმუ მენაბდეს, თუმცა, როგორც გაირკვა, მათი რომანი დიმუს ყოფილმა ცოლმა დაანგრია. ახლა თინას ახალი შეყვარებული ჰყავს ამერიკაში - გაი ვერნეკი, რომელთან ერთადაც, როგორც თინას სოციალური ქსელის გვერდებიდან ირკვევა, არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

ცოტა ხნის წინ თინას, როგორც ჩანს, ნოსტალგია მოეძალა და სოციალურ ქსელში მშობლების ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე მისი მშობლების ქორწილია ასახული, მეორეზე - ის და დედა წლების წინ. სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ თინა "კოპიო დედაა" და მათი მსგავსება წარმოუდგენელია.

ყველა ახალი ამბავი
0