ტესტი კორონავირუსზწ

ლენჯერის კლასტერი, კაფე „ჰავანა“, მძღოლები - COVID-19-ის ახალი შემთხვევების წყაროები

460
(განახლებულია 15:33 16.08.2020)
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან უცნობია მხოლოდ ორის წყარო, რომელთა დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი კი იმპორტირებულია.

„დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია ორის გარდა. ამ ორი პირის წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს. დანარჩენი ორი მესტიის ეპიდაფეთქებასთან არის დაკავშირებული, რასაც ლენჯერის კლასტერს ვეძახით. ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია და ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მესტიასა და ყაზბეგშიც ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მესტიაში დღეისთვის კორონავირუსის 47 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ყაზბეგში - 14.

„მთლიანად მესტიაში 3367 ნიმუშია აღებული და გამოკვლეული, ამას ემატება დაახლოებით 1009 ნიმუში, ეს არის იმ პირთა ნიმუშები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიაში. ქვეყანაში მოსახლეობის თვითშეგნება გაზრდილია, მათ მიმართეს ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სიტუაცია სრულად მართვადია. რაც შეეხება ყაზბეგს, აქ გვაქვს 14 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ოთხი არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დანარჩენი მათთან კონტაქტები. დაახლოებით 380-მდე ნიმუშია სულ აღებული. კარგია ის, რომ ყაზბეგში აღებული ბოლო სამი დღის ნიმუშებიდან ჯერ არც ერთი დადებითი არ არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქობულეთს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია.

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. გუშინ კი კორონავირუსი დაუდგინდა ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“ თანამშრომელს.

„შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ეპიდსიტუაცია ქობულეთში კონტროლირებადია, ეპიდემიოლოგები კაფე „ჰავანაში“ მუშაობას აგრძელებენ და კონტაქტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. გუშინ კარანტინის ზონაში ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებიდან 54 ადამიანი გადაიყვანეს.

„აჭარაში გამოვლინდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ორი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ხოლო ორი უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს. ახლო კონტაქტებად განისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები. საერთო რეკომენდაციაა, რამე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეები დაუკავშირდნენ „112“-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

მისი თქმით, კაფე „ჰავანა“ მუშაობას ახალი თანამშრომლებით აგრძელებს.

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1336-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

460
თემები:
COVID-19 საქართველოში (1741)
პაატა თედიაშვილი

„ჩემ ძმაკაცთან ვიყავი ორი დღე...“ რატომ ატირა პაატა თედიაშვილმა დედა

332
(განახლებულია 13:02 19.09.2020)
მომღერალი პაატა თედიაშვილი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა სიმღერით „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს.

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა „ფეისბუქზე” პიკანტური ფოტოსესია გამოაქვეყნა, რაც დღემდე საზოგადოების განსჯის საგანია.

View this post on Instagram

A post shared by Paata TediaSvili (@paatatediasvili) on

მომღერალმა გადაცემა „პროფილში“ განაცხადა, რომ როდესაც დედამისმა მისი ეს პიკანტური ფოტოები ნახა, ტირილი დაიწყო.

„დედას არ ჰქონდა ნანახი ეს ფოტოები და წინასწარ არ ვუთანხმდები ხოლმე, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩემი აზრიც კი შემაცვლევინოს. ამ პროვოკაციებს შემდეგ ნახულობს ხოლმე. ეს ფოტო რომ ნახა, ტირილი დაიწყო. მე ჩემ ძმაკაცთან ვიყავი ორი დღე, რომ გამენეიტრალებინა ეს ყველაფერი“, – ამბობს პაატა თედიაშვილი.

View this post on Instagram

A post shared by Paata TediaSvili (@paatatediasvili) on

ფოტოები სახელწოდებით – „პასო დობლე” ფოტოხელოვანმა დავით ტრაპაიძემ გადაიღო, შიშველი მომღერალი კი მარაოთი და „პასო დობლეს” ქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებს.

332
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ილო ბეროშვილი ანი ბებია

„დიდი თავკომბალა ვყოფილვარ“ - ანი ბებიას შოკისმომგვრელი პოსტი

16
ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა საკუთარ თავს თავკომბალა უწოდა და სკოლის პერიოდის სურათი გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა ილო ბეროშვილის მეუღლე პატარა ასაკში?

ანი ბებიას გულახდილობამ რამდენიმე მეგობრის კრიტიკა დაიმსახურა. ულამაზეს მსახიობს საკუთარი თავი ბავშვობაში არ მოსწონს და ძველი ფოტო მოულოდნელი სიტყვებით აღწერა. „ჰოი, დიდი თავკომბალა ბავშვი ვყოფილვარ“, - წერს პოპულარული მსახიობი. უმცროსი შვილის, ჯერი ბეროშვილის დაბადების შემდეგ, ანი ბებია ტელევიზიას დაუბრუნდა. ეს მისი კარიერის მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეულად სკანდალური განცხადებაა. ანი ბებია შეუდარებელი თვალებითა და გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე იდეალურადაა.

„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანმა ფეხმძიმობის პერიოდი არც ისე მარტივად გადალახა. თუმცა, ილო ბეროშვილისა და მათი მეგობრების წყალობით, ანის უამრავი დამხმარე ძალა გამოუჩნდა. ილო ბეროშვილის უფროსი ქალიშვილებიც არიან ძმის გაზრდაში აქტიურად ჩართულნი. ამის ამსახველი ფოტოები ანი ბებიამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. ჯერი პირველად „მთავარი არხის“ ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ილო და ანი ამ არხის თანამშრომლები არიან. მათთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ანი ბებიამ ბავშვობის სხვა ფოტოც გააზიარა. ამ სურათზე ის რამდენიმე თვის არის. დედასთან და უფროს ძმასთან ნიკა ბებიასთან ერთად პოზირებს. „ის პატარა რაღაც მე ვარ...“- დაწერა სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მსახიობმა. ამ ფოტოზე ჯერი ბეროშვილს ანი ბებიას ამსგავსებენ, თუმცა ანი საკუთარ ვაჟს საყვარელ მამაკაცს უფრო ადარებს.

ანი და ილო ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. ფეხმძიმობის შესახებ ანიმ პირველად ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მის შვილს პროექტში იხილავდნენ. ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

16
თემები:
სელებრითების ცხოვრება