ექიმები

მესტია, კონტაქტები და მძღოლი: მონაცემები კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

329
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრავ პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik.  ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი 15 შემთხვევიდან, ცხრა მესტიას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

 „15 ახალი შემთხვევიდან ცხრა ეპიდემიოლოგიური აფეთქების ზონას უკავშირდება, ოთხი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ერთი კი სატვირთოს მძღოლია. კიდევ ერთი პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ კვირაში ეპიდაფეთქება მესტიაში დაფიქსირდა, რაიონის სოფლების ნაწილში კარანტინია გამოცხადებული.

216 პაციენტიდან, რომლებიც საქართველოში „კოვიდ–ცენტრებში“ მკურნალობენ, ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 19–ს შეადგენს.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1088–ს მიაღწია, გარდაიცვალა 17. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

329
თემები:
COVID-19 საქართველოში (1753)
ლაბორატორია

პლუს 40: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

7
(განახლებულია 10:58 21.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 3695 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1534, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 3695 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1534, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 20 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

7
თემები:
COVID-19 საქართველოში (1753)
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

29
(განახლებულია 11:05 21.09.2020)
ამ დროისათვის ინფიცირებულია 3695 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1534. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 836

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს ამ ვირუსის შედეგად გარდაცვალების მეოცე შემთხვევაა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში (1753)