ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი

„ჩემი მიმი დედა გახდა“ - ოთო ფოლადაშვილმა საიდუმლო გაამხილა

1662
(განახლებულია 14:52 31.07.2020)
რამდენიმე დღეა ოთარ ფოლადაშვილი მილოცვებს იღებს. მის ოჯახში მატებაა. ქორეოგრაფი უსაყვარლეს პოსტს აქვეყნებს.

ოთო ფოლადაშვილის პირადი ცხოვრების გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. პოპულარულ მოცეკვავეს რამდენიმე რომანს აბრალებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჯულიანა ბარგნარსა და ოთოს შორის დაწყებული ურთიერთობა აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ საცეკვაო წყვილი მხოლოდ თანამშრომლობს და ისინი ნაწილობრივ ბიზნეს-პარტნიორები არიან. მათ შორის ცეცხლოვანი რომანი არასდროს განვითარებულა. ჯულიანა ბარგნარის და ოთო ფოლადაშვილის წყვილი მთელმა საქართველომ გაიცნო პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები". დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთის ცხოვრების ისეთივე განუყრელი ნაწილი გახდნენ, როგორც ცეკვაში. ოთომ და ჯულიანამ პოპულარობა დიდი პროფესიონალიზმის, ულევი ენერგიისა და შარმის ხარჯზე მოიხვეჭეს. საზოგადოებამ მათი ცეკვა უფრო და უფრო შეიყვარა, რადგან ყოველი ახალი გამოსვლა ერთ დიდ ზეიმს ჰგავს.

View this post on Instagram

A post shared by OTo Poladashvili (@polada_) on

საცეკვაო სტუდიის ქორეოგრაფები მხოლოდ მეგობრობენ. ფანებმა რამდენჯერმე ოთო ფოლადაშვილი სხვა მომხიბლავ ქალბატონთან ერთად სხვადასხვა კონცერტებზე დააფიქსირეს. წარმატებული მოცეკვავე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს. ახლა კი საკუთარ ინსტაგრამზე უსაყვარლესი ფოტო-ვიდეო გამოაქვეყნა. „ჩემი მიმი დედა გახდა“ - დიდი სიხარულით წერს ოთო. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეულ მოცეკვავეს ცხოველები ძალიან უყვარს. მას ულამაზესი ძაღლი ჰყავს, რომელსაც დიდი მონდომებით უვლის. მათ ოჯახს ოთხი წევრი შეემატა. შინაურმა ცხოველმა სახელად მიმიმ ვეტერინარების დახმარებით 4 ლეკვი გააჩნა. ოთო ფოლადაშვილი ემოციებს ვერ მალავს. „4 თოვლის გუნდა შემოგვემატა“ - წერს ის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე. პატარა ლეკვებსა და მათ ულამაზეს დედას თვალს ვერ მოსწყვეტთ.

ქართულ ტელესივრცეში ოთო ფოლადაშვილი გამორჩეულ ვარსკვლავად იქცა. მის ცხოვრებაში წარმატება მოულოდნელად მოვიდა, როდესაც პირველად მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ ძალიან იღბლიანია. თუმცა მისი წარმატება არა იღბალს, არამედ დიდ შრომას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასართობ არხ „მარაოზე“ ოთარ ფოლადაშვილის გადაცემა „რეიტინგი“ დიდი წარმატებით გადიოდა.

1662
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი

„გავიკეთე ტესტი... ნერვები აღარ მაქვს და არც თმა თავზე“ - „მამულიჩა“ განცხადებას ავრცელებს

59
(განახლებულია 12:21 18.09.2020)
ცნობილი პროდიუსერი კორონავირუსის ტესტირებაზე იმყოფებოდა. ნახეთ რა ვიდეოს ავრცელებს კლინიკიდან მამულიჩა

ცნობილმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კორონავირუსზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტი გაიკეთა და პასუხს ელოდება. „მამულიჩა“ ამბობს, რომ ვირუსზე მეტად იმ ადამიანების კომენტარებმა გააღიზიანა, ვისაც ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლოა მას ვირუსი ჰქონოდა. „ნერვები აღარ მაქვს და არც თმა თავზე“ - ამბობს პროდიუსერი.

ცნობილი პროდიუსერი ქართველი პოპ-დივას მეუღლე. წყვილი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ვაჟიშვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

59
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
ირაკლი მაქაცარია

„ამით მოხვედი?“ - ირაკლი მაქაცარია თათბირზე უჩვეულო ტრანსპორტით მივიდა - ვიდეო

91
(განახლებულია 11:49 18.09.2020)
ირაკლი მაქაცარიას გადაწყვეტილებამ კოლეგები დააბნია. ნახეთ რითია მისული „პრაიმშოუს“ თათბირზე ერთ-ერთი წამყვანი

„პრაიმშოუს“ თათბირზე, ტელეკომპანია „იმედში“ ერთ-ერთი წამყვანი ირაკლი მაქაცარია მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ველოსიპედით დააფიქსირა. „ამით მოხვედი?“ - ეკითხება ბადურაშვილი კოლეგას. როგორც ჩანს, მაქაცარიამ გადაწყვიტა ძვირადღირებული ავტომანქანა სახლში დაეტოვებინა და არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე შეაჩერა.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებლებმა თოქ-შოუ „პრაიმშოუს“ წამყვანის ამპლუით გაიცნო. მისი ქარიზმა, სექსუალური აღნაგობა და შარმი ქალების სუსტი წერტილია. 33 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით.

საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს. ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება.

91
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)
ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა

0
(განახლებულია 16:34 18.09.2020)
საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, ბანკის მმართველთა ბიზნეს–სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბანკის როლს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან აღნიშნა, რომ  ბანკმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად.

აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება>>

„უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. აზიის განვითარების ბანკს აქვს დიდი გამოცდილება რეფორმების მხარდაჭერაში და აუცილებელია ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„საქართველო აქტიურად უჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია ბანკის წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და საზღვრისპირა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება. მეტი ინტეგრაცია და ღიაობა, ნაკლები ბარიერები - ესაა ის ძირითადი საფუძვლები, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა , რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

0