„ძუძუ უდრის რეიტინგს“ ია ფარულავას მორიგი პროვოკაცია მსახიობმა მკერდი გამოაჩინა

90798
(განახლებულია 14:49 31.07.2020)
ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი – ამ სიტყვათა შესატყვისს ია ფარულავას ადვილად დაუკავშირებთ. მორიგი პროვოკაციული სურათი სოციალური ქსელიდან. ნახეთ, რა ფოტო გამოაქვეყნა ია ფარულავამ.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. თუმცა მის ქმედებებს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. ხოლო წლების წინ მისი თამამი ნაბიჯები საზოგადოების შოკს იწვევდა. გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კინოკადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. უახლესი „სთორით“ თითქოს იამ ფილმის ეპიზოდი გააცოცხლა. „ძუძუ=რეიტინგი“ – ამ წარწერით ექსტრავაგანტული სურათი მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. მორიგი სკანდალური მოქმედებით ფარულავამ კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. როგორც ჩანს, მკერდის პირველად გამოჩენიდან დღემდე არაფერი შეცვლილა - ქალის მკერდი ისევ რეიტინგულია. ნახეთ რა შემაშფოთებელ სურათს აქვეყნებს მსახიობი...

მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. თავად აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია. ია ფარულავას ბუნებრივი და შენარჩუნებული სილამაზე ყურადღებას დღემდე იპყრობს.

View this post on Instagram

#tv #womanpower #celine

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava) on

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანობდა და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს. სითამამით გამორჩეული მსახიობი სკანდალურ განცხადებებს დღემდე არ იკლებს. მისი თითოეული ვიდეო, მით უმეტეს გადაცემა „ფარული კონვერტი“ მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ეს კი უდავოდ ფარულავას დამსახურებაა. იას ხშირად უწმაწური, უხერხული თუ ბილწი გამონათქვამები გადაცემას საავტორო შტრიხებს ჰმატებს.

90798
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2102)
ტესტირება

აჭარა კვლავ „წითელი ზონაა“ ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

28
(განახლებულია 12:05 23.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია.

თბილისი, 23  სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165  აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.   

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 34 – თბილისი, 4 – რუსთავი, 14  – იმერეთი, აქედან ორი შემთხვევა დაფიქსირდა თერჯოლაში, 4 – გურია (ერთი ლანჩხუთში, სამი ოზურგეთში), 2 – ზუგდიდი და 1 – დუშეთი.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმე სამი  პაციენტია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 70 წლის მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, ახალ ნაოპერაციევი იყო და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა – ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა – 24.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
შოთა არველაძე

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

62
(განახლებულია 12:40 23.09.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაკორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს, ვერ უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

62
თემები:
COVID-19 საქართველოში
პატრული

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

0
(განახლებულია 12:19 23.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარკორეალიზატორებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში  11 ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინგან საქმეთა სამინისტრო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“,  თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  დაკავებულებს  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში