თიკა მახალდიანი

„თავისით გამოისახა...“ თიკა მახალდიანის სახლში დედის გარდაცვალების შემდეგ სასწაული მოხდა

2131
(განახლებულია 14:41 31.07.2020)
თიკა მახალდიანის დედა ვაჟა-ფშაველას გამზირზე აღდგომის დღეს პოლიციელის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ორ­მო­ცამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მათ სახლში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც მომღერლის მეუღლე თემო პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, სახლი სასულიერო პირს ერთი წლის წინ აკურთხებინა, დღეს კი სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის დროს, კა­რების გაღებისას შეამჩნია, რომ კარზე მიკრულ სტიკერს ზეთი სდის.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2131
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2114)
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

0
თემები:
ჩვენ და ბუნება
ზურა დოიჯაშვილი

„ზურა ძალიან მენანები...“ - მომღერლის მეგობარი განცხადებას ავრცელებს

50
(განახლებულია 12:49 25.09.2020)
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მომღერალი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომღერლის მეგობრის ვალერი მურღულიას თქმით, დოუჯაშვილი ხუთი თვეა თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.

50
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2114)