შორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი

15 წლის წინ მამულიჩას ჯადო გაუკეთეს? პროდიუსერის სკანდალური პოსტი

1731
(განახლებულია 14:45 31.07.2020)
მამულიჩა სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ პროდიუსერმა ახლა აღმოაჩინა, რომ ჯადო აქვს გაკეთებული.

ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც საზოგადოება „მამულიჩად“ იცნობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. პროდიუსერი ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, სადაც ქალი წერს, რომ მასთან 15 წლის წინ ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია „მამულიჩასთვის“ ჯადოს გასაკეთებლად მივიდა.

ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. კახა მამულაშვილთან დაოჯახების შემდეგ კი მისი ოჯახი უფრო პოპულარული გახდა. წყვილმა შოუ-ბიზნესში კარიერა ერთად დაიწყო. კახა მამულაშვილი პოპ-დივას კონცერტებს ხელმძღვანელობს. წყვილს საერთო შვილი – 18 წლის მარიკო ჰყავთ.

View this post on Instagram

1-2-3-4

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.

View this post on Instagram

#ძირსკორონა

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

1731
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2121)
პალატა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31–მდე გაიზარდა 

43
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბოლო 24–საათში საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

65 და 70 წლის მამაკაცების გარდაცვალების ფაქტი ბათუმში დაფიქსირდა, მესამე პაციენტი კი – 57 წლის ქალი თბილისში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31–ია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია,გამოჯანმრთელდა  1906 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

43
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

59
(განახლებულია 10:45 28.09.2020)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 87 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

59
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 30 სექტემბერს

0
(განახლებულია 10:27 28.09.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს უპირატესად მოღრუბლული ამინდი იქნება, შესაძლებელია წვიმა. ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ოთხშაბათს, 30 სექტემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:57 საათზე ამოვა და 18:43 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში