Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი შვილიშვილი ნია...“ – გია ჯაჯანიძეს ულამაზესი ცისფერთვალება შვილიშვილი ჰყავს

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელე-რადიოწამყვანი ბაბი კირკიტაძე გია ჯაჯანიძის შვილიშვილთან ერთად პოზირებს. უსაყვარლესი პოსტი ეპატაჟური ჟურნალისტისგან.

მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე გია ჯაჯანიძემ საკუთარ შვილიშვილთან ერთად დააფიქსირა. პოპულარულ წამყვანს ულამაზესი ოჯახის წევრი ჰყავს. ცისფერთვალება გოგონამ დიდი ყურადღება მიიქცია. ამ სურათის გარშემო ჯაჯანიძის თაყვანისმცემლები განსაკუთრებულად გაერთიანდნენ.

View this post on Instagram

ყვირილი. დააკვირდით ადამიანს რომელიც ყვირის. სახე უწითლდება, ყბის კუნთები ებერება, თვალები უფართოვდება, პირს აღებს და უხერხულად ამოძრავებს ტუჩებს. რა შემთხვევაში ყვირის ადამიანი: ტრაგედიის, შიშის, ტკივილის, აგრესიის, სიბრაზის და სიძულვილის დროს. სიხარულისგან შეყვირება სასიამოვნო მოსასმენიც კია. კარგად და ღრმად დააკვირდით აგრესიულ, გაავებულ ადამიანს, მას ეკარგება სახის ფორმები და ემსგავსება ცხოველს. ზოგჯერ სასაცილოდაც გამოიყურება. მომყვირალს, ყვირილით უნდა გასცე პასუხი, თორემ ისე ვერ გაიგებს და მიხვდება რას ჩადის. ამ დროს დუმილი არ შეიძლება ,,პროფესიონალი'' მომყვირალი ჭკუიდან გადადის და გაშმაგებული აგრძელებს ყვირილს. ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და ყვირის, მას სერიოზული ფსიქიკური დარღვევა აქვს. ასევე, ერყევა ჯანმრთელობა და კარგავს ადამიანურ სახეს. ამბობენ - აგრესიულ, მოჩხუბარ და მყვირალა ადამიანისგან ანგელოზები გარბიან. ანგელოზების გარეშე დარჩენილი ადამიანი უბედური და ხელმოცარულია. იმასაც ამბობენ - ჩხუბის, აგრესიის და ყვირილის დროს ენერგეტიკული ველი ირღვევა, აურა ბინძურდება და ჩაკრები უკუღმა იწყებენ მოძრაობას, რაც იწვევს იმუნური სისტემის დარღვევას, დისბალანსს და უძილობას. რატომ და როგორ არ უნდა ვიყვიროთ საუბრის, კამათის და აგრესიის დროს, რატომ და როგორ შევიკაოთ თავი, რა სავალალო შედეგები მოაქვს ყვირილს, ამას ყველაფერს წაიკითხავთ ჩემს წიგნში. გიორგი ჯაჯანიძე

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

კომენტარების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, პატარა გოგონაა. „უფალმა ბედნიერი გიმყოფოთ“, „გია, ეს ნამდვილად შენი შვილიშვილია?“ – გაოცებული „ფოლოვერები“ ემოციებს ვერ მალავენ, „რა საყვარელია, ჩასაბურჯგნი“, „მართლა შენი შვილიშვილია?!“ ტელეწამყვანი, შოუმენი და „იდუმალებით მოცული“, 58 წლის გია ჯაჯანიძე, ასაკის მიუხედავად, არასდროს ნებდება. გია ჯაჯანიძემ პატარა ანგელოზი საზოგადოებას პირველად გააცნო.

View this post on Instagram

ჩემი შვილიშვილი ნია და ბაბი.

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედი ტელევიზიაში სცადა. ჰყვება, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდა.

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი გადასარევად გამოიყურებოდა. პრობლემურმა ახალგაზრდობამ შემდეგ უზრუნველყოფილი ცხოვრება მოუწყო და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპას ფაქტობრივად ყოველ შვებულებაზე სტუმრობს. წლების წინ კი მისთვის ეს წარმოუდგენელიც იყო.

View this post on Instagram

ხელი მოგემართება იმ შემთხვევაში, თუ უანგაროდ და სიყვარულით აკეთებ სიკეთეს. მერე აღარ გემახსოვრება და დაივიწყებ. თუ უანგაროდ კეთილი ხარ, ყოველთვის ბედნიერი იქნები, თუ ბედნიერებას ვერ შეიგრძნობ, ესეიგი ქვეცნობიერად ელოდები საპასუხოს ან მადლობას. არც პასუხი იქნება და არც მადლობა, ეს იქნება შენი სასჯელი ანგარების გამო. უანგარო სიკეთე ყველაზე დიდი ინვესტიციაა. თუ გახოვს შენი გაკეთებული სიკეთე და ბრაზობ, ან გული გწყდება, რატომ არ მოგაგეს პატივი, ეს არ არის სიკეთე, ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც გაიძვერობა ჰქვია. თუ აგრესია და ბოღმა გაქვს, არასოდეს ხელი არ მოგემართება, შენი გაკეთებული სიკეთე არ შეიწირება არც ადამიანთან არც ღმერთთან. თუ შენი მდგომარეობით სარგებლობ, ადამიანებს ატყუებ და იყენებ, აუცილებლად დაგანახებს ცხოვრება შენს უსამართლო საქციელს. ადამიანებს უკვირთ, რატომ იტანჯებიან. ადამიანები თავად ქმნიან სატანჯველს. წაქეზებით და წამხედურობით არ უნდა იყო კეთილი, სიკეთე სულში და გულში უნდა გქონდეს, რომ შენს შთამომავლობას წინ დახვდეს. აუცილებლად, ცხოვრება მოგექცევა ისე, როგორც იცხოვრე. ადამიანები მოგექცევიან ისე, როგორც მათ ექცეოდი შენ. თუ არ დაფიქრდები, შენს თავში ყველა შეცდომას არ მოძებნი და არ იპოვი, მაშინ ყველა შენი გეგმა ფუჭად ჩაივლის. გიორგი ჯაჯანიძე

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

„დიდია განგების ძალა. არავინ არ იცის ვინ სად მოხვდება, რა გზას დაადგება. ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, რადგან ეს არის ამბავი, რომელიც გულში ლახვარივით ჩამეცა. ერთ-ერთი გადაღების დროს, ლილოში ვარ და არის ძალიან დიდი ამბავი, აქცია გვაქვს. ვყიდით რაღაცეებს, რომ ბავშვებს დავეხმაროთ. მღერიან მომღერლები, მე ვცეკვავ. ცეკვის დროს შევჩერდი და შორს ვხედავ ლამაზ ქალს, რომელიც მიყურებს. ერთი წამი თვალებში შევხედე და გავაგრძელე ცეკვა. ეს ქალბატონი იყო ჩემი პირველი მეუღლე. ის ლილოს ბაზრობაზე ლავაშებს ყიდის“, – იხსენებს ჯაჯანიძე. რთული ცხოვრებისა და რამდენიმე უიღბლო დაოჯახების შემდეგ ჯაჯანიძემ საკუთარი ბედნიერება პროფესიაში აღმოაჩინა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ სფეროს მიუძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0