Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენ წინა ცხოვრებაში...“ – სულ სხვანაირი მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი წლების წინ

© courtesy of talk show profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთადაა. ფოტოზე მათი ცნობა გაგიჭირდებათ.

ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „ფეისბუქის“ „სთორიზე“ წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილ კოლეგასთან ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად „ალიონში“ მუშაობის პერიოდშია გადაღებული. ფოტოზე მათ იდენტური თმის ფერი აქვთ და რადიკალურად განსხვავდებიან იმისგან, როგორც დღეს გამოიყურებიან.

მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი მრავალი წელია ერთმანეთს იცნობენ, ხშირად უმუშვიათ ერთ არხზე, ახლა კი მათი გზები გაიყო. მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას ახლადშექმნილ „მთავარ არხზე“ გადავიდა, მაიამ კი „რუსთავი 2“-ზე ამჯობინა დარჩენა. მაია და ნანუკა ერთმანეთის გადაცემის ხშირი სტუმრებიც არიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

არხის დატოვების შემდეგ ნანუკამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაიას ერთადერთი, რაც დარჩა, ტელევიზიაა, ამიტომ წარმატებებს უსურვებს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. „ერთადერთი, რაც ამ ქვეყნად დარჩა, ტელევიზიაა, ამიტომ სადაც უნდა იყოს, მაღალ რეიტინგს ვუსურვებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ მაიას ჰქონდეს გადაცემა, რომელიც შვილივით ეყვარება“, – აცხადებდა ტელეწამყვანი.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანმა ერთადერთი შვილი – ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს დაკარგა. გოგონა საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს. სამწუხაროდ, ნუცას გადარჩენა ვერ მოხერხდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უკვე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

ყველა ახალი ამბავი
0