მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: დადგინდა თუ არა ინფიცირების წყაროები

298
(განახლებულია 16:06 07.08.2020)
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ხუთ შემთხვევაში კონტაქტები ცნობილია, ერთი შემთხვევა – შემოტანილია.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. აგვისტოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ჭარბობს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი „იმპორტირებულია“, ხუთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყნის COVID–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობაა 1213.

ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა შვიდი პაციენტი, ხოლო პანდემიის დასაწყისიდან სულ 994 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 7166 პირი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 282 პაციენტია.

საქართველოს 41 მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან არის გადმოყვანილი, მათგან 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

298
თემები:
COVID-19 საქართველოში (1827)
საბავშვო ბაღი

მთელ საქართველოში, გარდა აჭარისა სწავლის პროცესის შენობებში აღდგენის თარიღი ცნობილია

16
სწავლა საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბერს განახლდება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში – 19 ოქტომბერს

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში – 19 ოქტომბერს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.

ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

აუდიტორიებში დაბრუნდებიან სტუდენტებიც – 19 ოქტომბრიდან აჭარის გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღდგება სწავლა. ეს ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც.

16
თემები:
განათლება საქართველოში
ქართული სამზარეულო

EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან

7
(განახლებულია 11:12 28.09.2020)
სტრატეგიის ავტორები გეგმავენ ტურიზმის სრულად გადახედვას და საქართველოს კულინარიულ ტრადიციებსა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე  ყურადღების გამახვილებას.

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად საქართველოში აგროტურიზმის განვითარების ახალი ინიციატივით გამოდიან,  განაცხადეს FAO–ს თბილისის ოფისში. 

ინიციატივა მიმართულია საქართველოს მდგრადი გასტრონომიული ტურიზმის ადგილად გარდაქმნისკენ. სტრატეგიის ავტორების შეთავაზებაა ტურიზმის სრულად გადახედვა და საქართველოს კულინარიულ ტრადიციებსა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე  ყურადღების გამახვილება.მათი კონცეფციის საფუძველია იდეები, რომელთა რეალიზებაც უკვე მოხდა ჩერნოგორიაში.

სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება – ისეთი ქართული ტრადიციული კერძების რეპუტაციის დაცვაა, როგორიცაა თუშური გუდის ყველი ან სულუგუნი.

EBRD და FAO ასევე დაეხმარება ტრადიციული პროდუქტების (მაგალითად, იშვიათი სახეობის ყველის) მწარმოებელ მცირე საწარმოებს სასტუმროებთან, რესტორნებთან და კაფეებთან ურთიერთობების დალაგებაში. ამისთვის მოხდება ბაზრის შესწავლა.

სტრატეგიის ავტორების აზრით, კორონავირუსის პანდემია მდგრადი აგროტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო დროა. მათი განცხადებით, საქართველო შეძლებს მოგზაურებს შესთავაზოს „ღირსშესანიშნაობების დიდი არჩევანი და ღონისძიებები ღია სივრცეში“.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანასთან“, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

7
თემები:
ქართული სამზარეულო