Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი საუკეთესო ბიჭი...“ – ეკო ფანგანი შეყვარებულია? – ფოტო

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული ტელეწამყვანი უსიმპათიურეს ბიჭთან ერთად გამოჩნდა. ვინ არის მამაკაცი, რომლითაც საზოგადოება დაინტერესდა?

მშვენიერი ეკო ფანგანი შეყვარებულს წლების წინ დაშორდა. მტკივნეულმა განშორებამ ტელესახე ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ის საკუთარ სხეულზე მუშაობას და პროფესიულ განვითარებას აქტიურად განაგრძობს. ეკო ფანგანის ცხოვრების სტილმა ეკრანებზე გადმოინაცვლა. თვითიზოლირებულმა ვარსკვლავმა რუბრიკის წარდგენა სახლიდანაც დიდი შემართებით შეძლო. მისი მოდური ბლოგები ასიათასობით ნახვას აგროვებს, ვინაიდან მას სტუმრად მხოლოდ წამყვანი მოდელები, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერები და საზოგადოებისთვის ცნობილი წარმატებული ადამიანები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, მისი სოციალური ქსელის „სთორი“ უსიმპათიურესმა მამაკაცმა დაიკავა. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი დავით მუჯირია, რომელთანაც ეკო ფანგანი წლებია მეგობრობს.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. სუპერ-მოდური ეკო, ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც პროფესიონალურად ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ეკო სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. ეკოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს.

A post shared by Eko Pangani 🌗 (@ekaterinapangani) on

მიუხედავად იმისა, რომ ეკო ფანგანმა თავის მოვლის ყველა საშუალება და ხრიკი იცის, გარდა ამისა დეტალებს მაყურებლებს უზიარებს, აშკარაა, რომ მაკიაჟის გარეშე ყოფნა ხიბლავს. მან ამის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. სამთო კურორტზე დასვენების დროს Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულწრფელად ისაუბრა. ეკო ფანგანის თქმით, მისი სასურველი და საყვარელი სტილი სწორედ თავისუფალია. „სინამდვილეში ეს არის ჩემი საყვარელი სტილი...“ – პოპულარული ჟურნალისტი ამ სიტყვებით იწყებდა საკუთარ პოსტს. უახლეს სურათზეც, რომელშიც ის მამაკაცთან ერთად მგზავრობს, მისი რჩეული სტილი თავისუფალია.

View this post on Instagram

აი, რატომ არ მიყვარს წუწუნი. ხედავთ? უცბად დადგა დრო, როცა მხოლოდ და მხოლოდ იმის დაბრუნება გვინდა, რაც აქამდე გვქონდა, არაფერი სხვა და, ჯერჯერობით, ამასაც ვერ ვახერხებთ 🤷🏼‍♀️ არა და რა სისულელეებზე წუწუნებს ადამაინი.. 🤦🏼‍♀️ ამიტომ უნდა გვიყვარდეს ყველა დღე და ყველა წუთი ჩვენი ცხოვრების, სულ უნდა ვტკბებოდეთ ღმერთის ამ დიდი საჩუქრით. სულ უნდა ვცდილობდეთ დადებითის ძებნას გარმოემებში, სიტუაციებში, ადამიანებში.. ხანდახან რთულია ეს, ახლაც ძალიან რთულია ამ ვითარებასთან შეგუება, მეც ძალიან მიჭირს...მაგრამ ამჯერადაც უნდა ვეცადოთ, რომ ამ დღეებისგანაც მივიღოთ რაიმე კარგი, სასარგებლო, საინტერესო, რაც დაგვრჩება სულ ან, უბრალოდ, სასიამოვნოდ მოგვაგონდება.. ეს ფოტო “ცეკვავენ ვარსკვალების” ბოლო სეზონის ფინალის კულისებიდან არის. მაკიაჟი კი ამ გიჟმა გოგომ @ninomartashvili - მა გამიკეთა, რომელიც ძაააააალიან მენატრებაა! 😘 მალე ყველა ისევ ერთად ვიქნებით 🎊🤩💞💋 #დარჩისახლში #stayhome #missmylife #quarantinelife #stopcovid19

A post shared by Eko Pangani 🌗 (@ekaterinapangani) on

აღსანიშნავია, რომ ეკო ფანგანი რეალითი-შოუ „უკანასკნელ გმირში“ მონაწილეობდა. მას პროექტმა პოპულარობა დაუმატა. მისი უშიშარი სვანური ხასიათი შოუში კარგად წარმოაჩინა. ეკოსა და მომღერალ ბექა ჩხაიძის სასიყვარულო ისტორიაზე დიდხანს საუბრობდნენ. როგორც ტელესახე თავად ჰყვებოდა, დაშორებისას ერთმანეთი ლამის მოკლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბექას ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ შეცვლილა.

ყველა ახალი ამბავი
0