Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხელი რომ მოვაწერეთ, „ყველას მოვუჯოკრეს” ამბობდი!“ – ნოე ქორწილის დეტალებს ამხელს

© Facebook / Janet Kerdikoshviliჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულმა პროდიუსერმა ქორწინების ცერემონიის დეტალები გაამხილა. აი, თურმე, რას ამბობდა ჯანეტი ხელის მოწერის ცერემონიაზე.

ცნობილმა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ „ინსტაგრამზე“ მეუღლეს, ცნობილ მოდელსა და ახლა უკვე დიზაინერ ჯანეტ ქერდიყოშვილს ქორწინების ერთი წლის იუბილე მიულოცა და უცნაური ტექსტი დაწერა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაუკრვევლობა გამოიწვია.

„მახსოვს, შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ ტაძარში როგორ გეჩქარებოდა, შენი ცხოვრების მთავარი საჩუქარი რომ მიგეღო! ისიც მახსოვს ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით „ყველას მოვუჯოკრე”-ს როგორ ამბობდი! მეც, რა თქმა უნდა როგორც შენი ცხოვრების საჩუქარი ძალიან ბედნიერი ვარ ამ უკვე ერთი წლით შენთან ერთად!“, – დაწერა ნოემ, რასაც ჯანეტმა ასევე გაურკვეველი კომენტარით უპასუხა: „იმდენი შენ რა გითხარი ჩემო საჩუქარო“.

View this post on Instagram

#sport #training #husbandandwife 🤘🏻

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ.

ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს პატარა გოგონა იანვარში შეეძინა. „მის საქართველომ“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა.

ყველა ახალი ამბავი
0