AirBaltic-მა საქართველოში ფრენები განაახლა

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ლატვიის დედაქალაქიდან პირველი მგზავრები მიიღო – ავიაკომპანია რეისებს Airbus A220 და A300 მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ავიაკომპანია AirBaltic-მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა – რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან რიგაში კი 141 მგზავრი გაფრინდა, იუწყება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენები ეტაპობრივად აღდგება – ეკონომიკის მინისტრი ავიარეისების შესახებ

საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს თბილისის აეროპორტში საჩუქრად დამცავი პირბადეები და ავიაკომპანიის ლოგო გადასცეს.

ავიაკომპანია AirBaltic რეისებს Airbus A220 და A300 მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.

ლატვური ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთხელ, ხოლო 20 აგვისტოდან კვირაში ორჯერ განახორციელებს.

რეისები რიგიდან თბილისში ყოველ ოთხშაბათს, თბილისიდან რიგაში კი ხუთშაბათს შესრულდება.

20 აგვისტოს შემდეგ რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება და კვირაში ორჯერ შესრულდება. რიგიდან თბილისში რეისები ყოველ ოთხშაბათს და კვირას, თბილისიდან რიგაში ხუთშაბათს და ორშაბათს შესრულდება.

რიგა სამი საერთაშორისო მიმართულებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც აგვისტოდან საჰაერო მიმოსვლა აღდგა.

2 აგვისტოდან Lufthansa-მ მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა, 8 აგვისტოდან კი Air France დაიწყებს რეგულარულ რეისებს პარიზი–თბილისი–პარიზის მიმართულებით. 

ავიაკომპანია Lufthansa - Sputnik საქართველო
Lufthansa პირველია: ავიაკომპანიამ რეგულარული ფრენები განაახლა

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0