თბილისის უნივერსიტეტი

მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

893
(განახლებულია 16:34 06.08.2020)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელება გადაწყვიტა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრის სწავლის საფასურს აუნაზღაურებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამას გარდა, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა 150 ათასზე ნაკლები აქვთ და პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადს დაუფარავს, გარდა ამისა სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებამდე სახელმწიფოსგან ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

893
თემები:
საქართველოს მთავრობა (82)
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

4
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

4
ქართველი სამხედროები

სრული მოდერნიზაცია: ყველა სამხედრო ქვედანაყოფში უახლესი სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება

15
(განახლებულია 14:12 24.09.2020)
საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სამხედრო ქვედანაყოფში მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება>>

უწყების ცნობით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ყველა ბაზაზე მონტაჟდება მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

ასევე,წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს.

15
თემები:
საქართველოს თავდაცვა