კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ეპიდემიოლოგები სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი „შემოტანილია", განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კერძოდ, ორი ე.წ. შემოტანილი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ჯერჯერობით უცნობია მესამე ინფიცირებულის პირველწყარო. მის დასადგენად ამჟამად ეპიდემიური კვლევა მიმდინარეობს.

ტესტი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისთვის COVID-ცენტრებში 241 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 1182-ს აღწევს.

აქედან ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა სამი პაციენტი. სულ პანდემიის დაწყებიდან გამოჯანმრთელდა 962 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 280 პაციენტია.

საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს, აქედან 38 – სამხედრო მოსამსახურეა ავღანეთიდან.

ჯერი „ელიავას“ ბაზრობაზეა: ლილოსა და „დინამოს“ ბაზრობებზე კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0